მაკმანამანმა პრემიერლიგის უმთავრესი ფავორიტი დაასახელა
ინგლისის ნაკრების, “ლივერპულისა” და “მანჩესტერ სიტის” ყოფილმა ნახევარმცველმა სტივ მაკმანამანმა პრემიერლიგის დამდეგი სეზონის ფავორიტი გუნდი დაასახელა.
“ჩემი აზრით, ზედა ოთხეულში “მანჩესტერ სიტი”, “ლივერპული”, “ტოტენჰემ ჰოთსპური” და “არსენალი” მოხვდებიან.
“მანჩესტერ სიტიმ” გასულ სეზონში სხვა გუნდებთან შედარებით დიდი უპირატესობა მოიპოვა და საინტერესოა, რამდენად შეძლებს კლუბი დომინირების შენარჩუნებას. ყველა შემთხვევაში, “ქალაელები” ფავორიტებად უნდა მივიჩნიოთ.
“სიტიმ” გასული სეზონი ბრწყინვალედ განვლო. გუნდმა რიად მაჰრეზი დაიმატა და ვფიქრობ, რომ კლუბს კიდევ შეუძლია ფეხბურთელების შეძენა.
“მანჩესტერ სიტი” მთავარი ფავორიტია და ევროპაში ბევრ გუნდს გაუჩენს შიშს. ინგლისური კლუბები ჩემპიონთა ლიგაზე კვლავ იქნებიან ფავორიტთა შორის”, – ციტირებს მაკმანამანის სიტყვებს “დეილი ექსპრესი”.