მაკრონი ნაკრებში ბენზემას დაბრუნებაზე კომენტარს აკეთებს
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა ევროპის ჩემპიონატისთვის გუნდის განაცხადში მადრიდის “რეალის” თავდამსხმელი კარიმ ბენზემა შეიყვანა. ამასთან დაკავშირებით კომენტარი საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონიმ გააკეთა.
“სრულად ვეთანხმები დიდიე დეშამის გადაწყვეტილებას. ვფიქრობ, რომ მან სწორი არჩევანი გააკეთა. შერჩეული გუნდი საუკეთესოა. ყველა მნიშვნელოვანი ის არის, რომ ფეხბურთელებს შორის ქიმია არსებობდეს,” – აცხადებს მაკრონი.
33 წლის ფეხბურთელს “მამლების” რიგებში 2015 წლის შემდეგ არ უთამაშია. ბენზემასთვის ეროვნული ნაკრების კარი მას შემდეგ დაიხურა, რაც მატიე ვალბუენამ ის შანტაჟში დაადანაშაულა. კერძოდ, ვალბუენა ამტკიცებდა, რომ ბენზემას მისი მონაწილეობით ინტიმური შინაარსის ამსახველი ვიდეომასალა ჰქონდა და კრიმინალებთან თანამშრომლობდა, რომლებიც მატიეს დიდი თანხის გადახდას აიძულებდნენ. სასამართლომ ბენზემა უდანაშაულოდ ცნო, თუმცა 33 წლის ფეხბურთელს ნაკრებში მაინც არ იწვევდნენ.