მალდინი:”ალეგრი იტალიის ნაკრებს კარგად შეეწყობოდა”
ჩეზარე მალდინი მიიჩნევს, რომ “მილანის” ყოფილი დამრიგებელი მასიმილიანო ალეგრი ძალიან კარგად გაწვრთნიდა იტალიის ნაკრებს.
მისი აზრით, იტალიის ნაკრების ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი ჩეზარე პრანდელი ძალიან კარგად ეწყობა გუნდს, მაგრამ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ის გადადგომას აპირებს.
“ალეგრი “მილანს” წვრთნიდა სამ ნახევარი წელი და ამ პერიოდში მან გუნდს ჩემპიონატი მოაგებინა. გავრცელდა ხმები, რომ პრანდელი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ წასვლას აპირებს და საჭირო ხდება ახალი მწვრთნელის მოძიება. მე იტალიის ფეხბურთის ფედერაციას ალეგრის კანდიდატურას ვურჩევდი”-განაცხადა 82 წლის “მილანის” ლეგენდამ.