მალდინიმ კალაძეს არჩვენებში გამარჯვება მიულოცა

თარიღი: ოქტომბერი 22, 2017

“მილანის” ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, პაოლო მალდინიმ ყოფილ თანაგუნდელს, კახა კალაძეს თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

როგორც იცით, 21 ოქტომბერს თბილისში ჩატარებულ არჩევნებში კალაძემ ხმათა 51 პროცენტი მიიღო. მალდინი ამ ამბავს Facebook-ში გამოეხმაურა.

“ვულოცავ თბილისის ახალ მერს, ძალიან მიხარია!” – წერს მალდინი სოციალურ ქსელში

მსგავსი სიახლეები