მალტა ოთხი დებიუტანტით და მიფსუდის გარეშე მოდის
მალტის ეროვნული ნაკრების დამრიგებელმა, პიეტრო ღედინმა საქართველოს და აზერბაიჯანის ნაკრებებთან გასამართი შეხვედრებისთვის საბოლოო შემადგენლობა დაასახელა.
ჩვენი მეტოქის რიგებში ოთხი დებიუტანტია – ალფრედ ეფიონგი, კონორ ბორგი, რაიან კამენზული და იურგენ პისანი. აღსანიშნავია, რომ ეფიონგი ნიგერიელია და მალტაზე 2005 წლიდან ცხოვრობს, ქვეყნის მოქალაქეობა კი სულ რაღაც ერთი თვის წინ მიიღო.
მალტელები საქართველოში მნიშვნელოვანი დანაკლისით ჩამოდიან. გუნდს მაიკლ მიფსუდი დააკლდება, რომელიც იტალიასთან შეხვედრაში გააძევეს და დისკვალიფიკაციის გამო თბილისში გასამართი მატჩიდან სამ დღეში აზერბაიჯანთან ოფიციალურ შეხვედრას გამოტოვებს. ამის გათვალისწინებით, მალტელთა სამწვრთნელო შტაბმა საქართველოში გამგზავრებმა მიფსუდის გარეშე ამჯობინა.
საბოლოო განაცხადი კი ასე გამოიყურება:
მეკრეები: ჯასტინ ჰარბერი (ბირკირკარა), ჰენრი ბონელო (ჰიბერნიანსი), ანდიუ ჰოგი (კალონი);
მცველები: ანდრეი აგიუსი (ჰიბერნიანსი), სტივ ბეზინა (ბალზანი), ჯონათან კარუანა (ვალეტა), რაიან კამენზული (ბირკირკარა), რაიან კამილიერი (ვალეტა), იურგენ პისანი (პიეტა), ზაკ მუსკატი (ბირკირკარა);
ნახევარმცველები: კონორ ბორგი (ფლორიანა) როდერიკ ბრიფა (ვალეტა), პოლ ფენეში (ბირკირკარა), რაიან ფენეში (ბირკირკარა), ბიორნ კრისტენსენი (ჰიბერნიანი), როვენ მუსკატი (ბირკირკარა), სტივ პისანი (ფლორიანა), მარკ სკერი (სლიემა);
ფორვარდები: ენდრიუ კოენი (ჰიბსი), ალფრედ ეფიონგი (ქორმი), ჟან პოლ ფარაუჯია (ჰიბსი), ანდე სკემბრი (ომონია ნიქოზია)