მალტელები უსეინ ბოლტს ორწლიან კონტრაქტს სთავაზობენ
მალტის ჩემპიონი კლუბი “ვალეტა”, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრისთვის აპირებს ბრძოლას, უსეინ ბოლტს ორწლიან კონტრაქტს სთავაზობს.
“ვალეტას” აღმასრულებელი დირექტორი გასტონ შლიმენი ESPN-თან საუბრისას ადასტურებს, რომ მსოფლიოს რვა გზის ოლიმპიურ ჩემპიონს ოფიციალური წინადადებით უკვე მიმართეს.
“ჩემპიონის მოსვლას “ვალეტა” ყოველთვის მიესალმება და გვჯერა, რომ შეუძლებელი არაფერია,” – ვციტირებთ შლიმენის სიტყვებს.
ხმელთაშუა ზღვის კუნძულოვანი სახელმწიფოს ფლაგმანი კლუბის აქციები სექტემბერში აბუ დაბიში მყოფმა Sanban Group-მა შეიძინა. ბიზნესმენების პირველი დაპირება, გუნდის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპში გაყვანა გახლდათ.