მამა: “კავანის დიდი სიამოვნებით ვიხილავდი “რეალში”, “მანჩესტერში” ან “იუვეში”
ედინსონ კავანის მამის თქმით, მისი 29 წლის შვილი პარიზული გრანდის რიგებში დროს ტყუილად ფლანგავს, რადგანაც ლორან ბლანი მას სათანადო ყურადღებას არ აქცევს.
“პსჟ-მ” ის შეტევის ლიდერად იყიდა, თუმცა ახლა ედის ფრთაზე უწევს თამაში, რითიც ბედნიერი ნამდვილად არ არის. ის გუნდს ისე ვერ ეხმარება ,როგორც უნდა.
მანამ, სანამ ზლატანი პარიზში იქნება, ის ცენტრში ითააშებს. ნათელია, რომ ედი ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე უფრო ეფექტური იქნება. ედი გოლების გასატანად არის გაჩენილი.
დიდი სიამოვნებით ვიხილავდი მას “რეალი”, “მანჩესტერის” ან “იუვენტუსის” რიგებში.” – განაცხადა ლუის კავანიმ.