მამადუ სახომ “ლივერპულის” ფანის დაკარგული მობილურით ფოტო გადაიღო
14 აპრილს, ევროპის ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში, “ლივერპულმა” საკუთარ მოედანზე “დორტმუნდი” ანგარიშით 4:3 დაამარცხა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.
მატჩის ბოლო წუთებში, როცა დეიან ლოვრენმა გამარჯვების გოლის გატანა მოახერხა, “ლივერპულის” ერთ-ერთმა ფანმა მობილური ტელეფონი დაკარგა. საბოლოოდ, ფანს ეს ტელეფონი დაბრუნეს, რის შემდეგაც მან სოციალურ ქსელ Facebook-ში პოსტი გამოაქვეყნა.
“როდესაც დეიან ლოვრენის მიერ გატანილ გოლს აღვნიშნავდი, ტელეფონი დავკარგე. საბოლოოდ, დაცვის სამსახურის თანამშრომელმა ის დამიბრუნა. მობილურში კი ეს ფოტო აღმოვაჩინე…” – წერს ლაიამი მარუმი.
Well what can I say but unbelievable. I lost my phone celebrating nearly on top of Lovern at the corner flag and I lost my phone. After everyone eventually went back to the Kop, the security came up handed me my phone back as I was sitting on row 3. I checked it just now and look. ….