მამარდა “იუვენტუსში”? ბუფონის რეალური შემცვლელი

ყველაზე გავლენიანი იტალიური გამოცემა gazzetta-ს ინფორმაციით, ტურინის “იუვენტუსი” გიორგი მამარდაშვილით არის დაინტერესებული.
“იუვენტუსის” წარმომადგენელი “ვალენსია” – “სევილიას” მატჩს დაესწრო, სადაც მამარდამ ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა.
“იუვე” ვოიჩეხ შჩესნის შემცვლელს ეძებს, რომელსაც კონტრაქტი 2024 წელს ეწურება და გაგრძელება ნაკლებად განიხილება.
ქართველმა “ვალენსიასთან” კონტრაქტი ცოტა ხნის წინ 2027 წლამდე გააფორმა და გამოსასყიდ თანხად 100 მილიონი ევრო ჩაიწერა.
“აიაქსმა” “ვალენსიას” ზაფხულის ბოლოს გიორგის სანაცვლოდ 13 მილიონი შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო.
თვითონ პოლონელს 2 წლის წინ ასეთი კომენტარი ჰქონდა გაკეთებული.
“როცა “რომაში” ვთამაშობდი, ალისონი ჩემი შემცვლელი იყო. ის ახლა მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა. ახლა, “იუვენტუსში” ჩემი შემცვლელი ბუფონია, რომელიც ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა. რომ შევაჯამოთ, გამოდის, რომ ყველა დროის საუკეთესო მეკარე მე ვარ.”