მამარდა ლორისს შეცვლის თუ დე ხეას?
“პირველი არხის” პოდკასტში გიორგი მამარდაშვილის აგენტმა, ლევან სეთურიძემ “ვალენსიაში” მამარდას მომავალზე და ინგლისური კლუბებიდან დაინტერესებაზე ისაუბრა.
“რაც შეეხება ინგლისური კლუბების ინტერესზე გავრცელებულ ხმებს, ვადასტურებ, რომ ასეთი ინტერესი მართლა არის, ინფორმაცია არაერთი კლუბისგან მაქვს. მარტის დასაწყისში ინგლისში მივემგზავრები და დეტალებში გავეცნობი ვითარებას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მამარდაშვილს „ვალენსიასთან“ 5-წლიანი კონტრაქტი აქვს, დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს” – განაცხადა სეთურიძემ.
ინგლისურ პრესაში ცოტა ხნის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ტოტენჰემის” დაინტერებაზე. ლორისი უკვე 36 წლისაა და “ტოტენჰემი” მის შემცვლელს აქტიურად ეძებს.
ეს იმ ფონზე, როცა “ვალენსია” მძიმე კრიზისშია და პრაქტიკულად მხოლოდ მამარდაშვილი იბრძვის.