მამარდაშვილს ისე სუპერ გაუმართლებს? ნოიერი, სილესენი, ზომერი, ნიუბელი

მიუნხენის “ბაიერნს” საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის დამატება კვლავ სურს.
ამ დროს, “ბაიერნის” 37 წლის მთავარი მეკარე მანუელ ნოიერი კვლავ ტრავმირებულია და უცნობია, როდის შეძლებს დაბრუნებას. იან ზომერსა და ალექსანდერ ნიუბელს მე-2 ნომრობა არ სურთ. ზომერს “ინტერი” ეპატიჟება, ნიუბელს კი “შტუტგარტი”.
“რეკორდმაისტერის” ხელმძღვანელობა ფიქრობს, რომ 22 წლის მამარდაშვილი ნოიერთან ერთად ძალიან გაიზრდება. გერმანელი უკვე 37 წლისაა და ასეთი მძიმე ტრავმის შემდგომ, კარიერას დიდხანს არ გააგრძელებს.
აღსანიშნავია, რომ დაახლოებით მსგავს სიტუაციაში გიორგი “ვალენსიაში” გადასვლის დროსაც აღმოჩნდა. მე-4 მეკარედ მისულმა გოლკიპერმა იასპერ სილესენისა და ხაუმე დომენეკის ტრავმების გამო შანსი მიიღო და გამოიყენა კიდეც. გასულ სეზონში 38-ე მატჩი ძირითადში დაიწყო.