მამუკა გორგოძე: ჩვენს ისტორიაში საუკეთესო გამარჯვება იყო
ტონგასთან მატჩის შემდეგ საუკეთესო მოთამაშედ დაასახელესსაქართველოს ნაკრების კაპიტანი მამუკა გორგოძე, რომელმაც პრესასთან ისაუბრა.
– რაზმში გამოცდილი და ახალგაზრდა მორაგბეების ნაზავია.
– ტონგასთან შემადგენლობაში ბევრი ახალგაზრდა მორაგბე იყო და ვფიქრობ ვერავინ შეამჩნევდა მათ გამოუცდელობას და ვერ გამოყოფდა ბევრად უფრო გამოცდილი მორაგბეებისგან, რადგანაც 100%ით დადეს თავი. ყველამ ერთნაირად კარგად ითამაშა, საერთო მიზნით.
– თქვენ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაგასახელეს.
– არ მიყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი. მე გუნდის კაპიტანი ვიყავი და მატჩის მორაგბედ ამიტომაც დამასახელეს, ტონგასთან ყველა მატჩის საუკეთესო მოთამაშე იყო. ტონგა ძალიან რთული მოწინააღმდეგეა. ყოველთვის კარგ თამაშს გვთავაზობს და საკმაოდ რთული იყო ჩვენთვის.
– რას ნიშნავს ეს მოგება ქართული რაგბისთვის?
– ვფიქრობ, ეს ჩვენს ისტორიაში საუკეთესო გამარჯვება იყო, რადგანაც პატარა გუნდი ვართ. მართალია, გვყავს ისეთი მოთამაშეები, რომლებიც ძლიერ კლუბებში თამაშობენ, მაგრამ მსგავსი მოგება არასდროს მოგვიტანია ქვეყნისთვის.
– შემდეგი მატჩი არგენტინის წინააღმდეგ გელით…
– ისინი ფავორიტები არიან. შერკინებაში არგენტინა ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია მსოფლიოში, მაგრამ ჩვენ შეიძლება შევცვალოთ ისტორია. ყველაფერს თამაშის შემდეგ ვიტყვი. არგენტინა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და ურთულესი თამაში გველის მათთან. დარწმუნებული ვარ, რომ „ბორჯღალოსნები“ მოედანზე მაქსიმუმს გააკეთებენ.
– ბევრი ქართველი ქომაგი შეგროვდა ქინგსჰოლმზე.
– ჩვენმა გულშემატკივრება ამ გამარჯვებაში დიდი როლი შეასრულეს. ისინი მოედანზე მე–16 „ბორჯღალოსნები“ იყვნენ.