მამუკა გორგოძემ დაბრუნება “კლერმონთან” ლელოთი აღნიშნა (ვიდეო)
ქართველმა მორაგბემ, მამუკა გორგოძემ საფრანგეთის ტოპ 14-ის 22-ე ტურში, “კლერმონთან” გამართულ შეხვედრაში ლელოს დადება მოახერხა.
33 წლის მოთამაშეს ტრავმის გამო დიდი პერიოდი გაუცდა და გამოჯანმრთელების შემდეგ “ტულონის” განაცხადში პირველად მოხვდა. გორგოძე სათადარიგო შემადგენლობაში იყო და თამაშში 63-ე წუთზე ჩაერთო, მოედანზე შემოსვლიდან 6 წუთში კი ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანში დაამიწა.
სულ მასპინძლებმა “კლერმონს” შვიდი უპასუხო ლელო დაუდეს და მოქმედი ჩემპიონი ანგარიშით 49:0 დაამარცხეს.
გორგოძის მსგავსად, “ტულონის” რიგებში მეორე ნახევარში გამოჩნდა ლევან ჩილაჩავა. “კლერმონის” სასტარტო შემადგენლობაში იყო დავით ზირაქაშვილი, ხოლო ოთარ გიორგაძე თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთო.
“ტულონი” ტოპ 14-ის ცხრილში მესამე ადგილს იკავებს, ხოლო “კლერმონი” მე-9 პოზიციაზეა.
იხილეთ გორგოძის ლელო