მამუკა ჯუღელი: “კვარაცხელიას “არსენალის” სკაუტები აქტიურად აკვირდებიან”
მამუკა ჯუღელი რუსეთში ცნობილი და გავლენიანი აგენტია. მას რუსულ პრემიერ ლიგაში არაერთი საინტერესო ფეხბურთელი მიუყვანია და მათ შორის, ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია არიან. ჯუღელმა რუსულ გამოცემასთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა და ამ ფეხბურთელებზე ისაუბრა.
– როდის გაჩნდა პირველი სერიოზული ინტერესი თქვენი კლიენტების – ხვიჩა კვარაცხელიას და ზურიკო დავითაშვილის მიმართ?
– ისინი ყოველთვის კაშკაკა ფეხბურთელები იყვნენ. ორივე 15 წლის იყო, როცა “დინამოს” ძირითადში მოხვდნენ. შემდეგ კი გაჩნდა მათ მიმართ სერიოზული ინტერესი.
– რატომ არ დარჩა კვარაცხელია “ლოკომოტივში”?
– “ლოკომოტივს” კვლავ მეტი დაკვირვება სურდა, მე კი 1 წლის ლოდინი აღარ. ჩემი პროფესია და ურთიერთობაა ასეთი. ღმერთმა დაიფაროს, მან ტრავმა მიიღოს? ვინ გამოასწორებდა ამას? დავჯექი ხვიჩას ოჯახთან ერთად და გადავწყვიტეთ ყველაფერი. “ლოკომოტივი” ფიქრობდა, რომ ის საჭირო ფეხბურთელი არ გახლდათ.
– სიომინი როგორ ფიქრობდა?
– ის ყვიროდა, რომ ხვიჩა ვარსკვლავია.
– ევროპიდან?
– ბევრი წინადადება იყო. მოსკოვის “დინამოს” წინააღმდეგ მასზე დასაკვირვებლად ლონდონის “არსენალიდან” ჩამოვიდნენ. ისინი ძალიან აქტიურად აკვირდებიან მას.
– ზურიკოს ჰქონდა ვარიანტები?
– იყო, მაგრამ თუ საიმანოვი “რუბინში” არ იქნებოდა, მე კვარაცხელიას, ზურიკოს, მიქელაძეს და ყიფიანს არ მივიყვანდი იქ. ეს ყველაფერი კლუბის დირექტორის გამო მოხდა. ჩვენ ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს, ის სიტყვის კაცია.
– ის დაგპირდათ, რომ თქვენი ბიჭები ითამაშებდნენ?
– საიმანოვი – კარგი მენეჯერია და ის ყველაფერს ხედავს და კარგად არჩევს ფეხბურთელებს. ის მიცნობს მე.
– რომელი გუნდები იყვნენ დავითაშვილით დაინტერესებული?
– “გენტი” და გერმანული კლუბები, მაგრამ მე მას ვუთხარი: “არ წახვიდე გერმანიაში. თუ ჩემთან გსურს, მაშინ წავიდეთ რუსეთში სათამაშოდ”. მე მომწონს რუსული ფეხბურთი.
– კურბან ბერდიევს ზურიკოს ხილვა “რუბინში” ზამთარში სურდა. რატომ არ გამოვიდა?
– ზურიკომ კონტრაქტი ჩემთან აპრილში გააფორმა და მანამდე სხვა აგენტი ჰყავდა.
ყაზანის “რუბინში” დღეს 4 ქართველი ფეხბურთელი, ზურიკო დავიტაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, ბექა მიქელთაძე და ნიკოლოზ ყიფიანი თამაშობს. მათ გუნდში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავთ და ლიდერები არიან.
ჯუღელს რუსული ფეხბურთის “რუხ კარდინალადაც” მოიხსენიებენ და აქტიური საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ აგენტობის გარდა “ანჟისა” და “ვოლგას” სპორტული დირექტორიც გახლდათ.