მამუკა კობახიძე: “ხვიჩა ელმასზე 100%-ით უფრო მაგარია”
იტალიურმა გამოცემამ spazionapoli ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ გაზრდილი ინტერესის გამო ბათუმის “დინამოს” კაპიტანთან, მამუკა კობახიძესთან ინტერვიუ ჩაწერა.
ჟურნალისტი: “ნაპოლის” კვარაცხელია სურს. რა შეგვიძლია გვითხრა ამაზე, არის ის მზად სერია A-სთვის?
“პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ხვიჩა ტოპ მოთამაშეა. დარწმუნებული ვარ, ის ყველაფრისთვის მზად არის”
ჟ: ელაპარაკეთ მას მის მომავალზე? შეუძლიათ “ნაპოლის” ტიფოზები წყნარად იყვნენ?
არა, არასდროს გვისაუბრია. სიმართლე ვთქვა, მის მომავალზე ბევრი არაფერი ვიცი”
ჟ: თუ გადავიდა, შეუძლია მაშინვე სასტარტოს მოთამაშედ იქცეს?
ვერაფერს ვიტყვი ზუსტად, მაგრამ ის ვიცი, რომ ელმასზე 100%-ით უფრო მაგარია (იცინის)
ელმასი “ნაპოლის” მაკედონიელი ნახევარმცველია, რომელიც გუნდში 2019 წლიდან თამაშობს და 24 მილიონად არის შეფასებული.
კვარაცხელიამ “რუბინთან” კონტრაქტი ოფიციალურად გაწყვიტა და “დინამოს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.