მამუკა კობახიძის წერილი “ტორპედოდან” წასვლის შემდეგ

თარიღი: ივნისი 16, 2019

ქუთაისის “ტორპედოს” ყოფილმა მცველმა, მამუკა კობახიძემ, რომელიც კარიერას ბათუმის “დინამოში” გააგრძელებს, გუნდის ოფიციალურ გვერდზე წერილი გამოაქვეყნა და ხალხს დაემშვიდობა.

“პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბიჭებს, ჩემს გუნდელებს. ბევრ გუნდში მითამაშია, მაგრამ ასე კარგად და კომფორტულად თავი არსად მიგრძვნია. გუნდში მოსვლის პირველი დღიდან ერთი დიდი ოჯახი ვართ, რომელმაც ბევრი კარგი და საინტერესო რამ შეჰმატა ეროვნულ ლიგას. სტადიონს მიღმა კი დიდი საძმაკაცო, რომელიც სამუდამოდ დამრჩება.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მთელ სამწვრთნელო შემადგენლობას, რომლებთანაც ასევე ძალიან მეგობრული ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. ისინი გუნდიდან წასვლის შემდეგაც ჩემს მეგობრებად დარჩებიან. ძალიან დიდი მადლობა პრესსამსახურს, ბაზაზე და გუნდში მომუშავე მთელს პერსონალს, რომლებიც არ ჩანან, მაგრამ ძალიან დიდ საქმეს აკეთებენ და, რა თქმა უნდა, კახა ჩხეტიანს. ის უპირობოდ ერთ-ერთი ყველაზე კარგი მწვრთნელია, ვისთანაც მიმუშავია. ის დამეხმარა გადაწყვეტილებები ჩემთვის სასიკეთოდ, ჩემი ინტერესებიდან გამომდინარე მიმეღო.

“ტორპედოს” როლი ყოველთვის იყო და იქნება ქართული ფეხბურთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი პატივი და კიდევ უფრო დიდი სიამოვნება იყო ჩემთვის ამ ფორმაციის “ტორპედოს” სახელით მოედანზე გამოსვლა.

და ბოლოს, არ შეიძლება დიდი მადლობა არ გადავუხადო გულშემატკივრებს, რომლებიც მართლა მე-12 მოთამაშის როლს გვისრულებდნენ ყველა თამაშზე. მითამაშია სხვა გუნდებში, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთაც და ამ ქალაქის გულშემატკივარს ყოველთვის გამოვარჩევ. აქ ნამდვილად სხვანაირად და გამორჩეულად უყვართ ზოგადად ფეხბურთი და განსაკუთრებით თავიანთი ფეხბურთელები. მათ ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს 2018 წელს, როგორც მთლიანად გუნდის, ისე ჩემს ინდივიდუალურად მიღწეულ წარმატებებში.

პირველად მიჭირს დამშვიდობება. გუნდიდან როგორც მოთამაშე მივდივარ, კარიერაში ვიწყებ ახალ ეტაპს, ახალი გუნდით და გამოწვევებით, მაგრამ “ტორპედოს” გულშემატკივრად სამუდამოდ ვრჩები. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას და მომავალ შეხვედრამდე. !

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

გიორგი ქოჩორაშვილი “ლევანტეში” ითამაშებს

თბილისის “საბურთალოს” 20 წლის ნახევარმცველი, გიორგი ქოჩორაშვილი, რომელიც ბოლოს “ჟირონაში” თამაშობდა, კარიერას “ლევანტეში...
წაკითხვა
ფეხბურთი

გია ჭიაბრიშვილი: “ზაგრების “დინამოსთან” 1 შეტევითი კოზირი გვაქვს”

საფეხბურთო კლუბი საბურთალო ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა ტირასპოლის შერიფის ბარიერი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლა ლიგა ახალი სეზონის დაწყებამდე VAR სისტემის მომზადებას ვერ ასწრებს

ესპანეთის ლა ლიგამ VAR ტექნოლოგიის მიმწოდებელი შეიცვალა. თუ ამ მომსახურებას გასულ სეზონში კომპანია Mediapro უწევდა, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზურაბ მენთეშაშვილი ახალ გუნდში გადავიდა

საფეხბურთო კლუბ “თელავში” რამდენიმე ახალწვეულია და მათ შორის, საქართველოს ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი, ზურაბ მენთეშაშვილიც. 39 […...
წაკითხვა
ფეხბურთი

იბრაჰიმოვიჩი მეტოქე გუნდის მწვრთნელს: “სახლში წადი, პატარა ბო*ო” (ვიდეო)

20 ივლისს, MLS-ში “ლოს ანჯელეს გალაქსიმ” საკუთარ მოედანზე “ლოს ანჯელესი” მიიღო და მეტოქე 3:2 დაამარცხა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

იბრაჰიმოვიჩის შოუ – სუპერგოლი და ჰეთ-თრიქი “ლოს ანჯელესის” კარში (ვიდეო)

20 ივლისს, ამერიკის MLS-ში “ლოს ანჯელეს გალაქსიმ” სკაუთარ მოედანზე “ლოს ანჯელესი” მიიღო და მეტოქე 3:2 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მარსელომ ნეიმარსა და აზარს შორის უკეთესი დაასახელა

მადრიდის “რეალის” მარცხენა მცველს, მარსელოს ნეიმარის შესახებ შეკითხვა დაუსვეს და ასევე, მას ბრაზილიელი თავდამსხმელის ედენ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 19 ივლისი

სამი ფეხბურთელი პოგბას სანაცვლოდ Goal.Com-ის ცნობით, “იუვენტუსი” მზადაა პოგბას სანაცვლოდ “მანჩესტერ იუნაიტედს” სამი ფეხბურთელი...
წაკითხვა
ფეხბურთი

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 19 ივლისი

სამი ფეხბურთელი პოგბას სანაცვლოდ Goal.Com-ის ცნობით, “იუვენტუსი” მზადაა პოგბას სანაცვლოდ “მანჩესტერ იუნაიტედს” სამი ფეხბურთელი...
წაკითხვა
ფეხბურთი

სულშერი: “დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ სეზონში უფრო მაღალი დონის მარსიალს ვიხილავთ&

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, ოლე-გუნარ სულშერმა, ახალი სეზონის წინ საკუთარ მოლოდინებზე ისაუბრა გუნდის ფრანგი შემტევის, [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვიქტორ ვალდესი “ბარსელონაში” დაბრუნდა

კატალონიის “ბარსელონას” მიერ აღზრდილი ესპანელი მეკარე ხუთი წლის შემდეგ მშობლიურ კლუბს დაუბრუნდა. ამჯერად, ვალდესი “ბლაუგრანაში”...
წაკითხვა
ფეხბურთი

“იუვენტუსი” “მანჩესტერ იუნაიტედს” პოგბას სანაცვლოდ სამ ფეხბურთელს

ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელებმა კვლავ გადაწყვიტეს “მანჩესტერ იუნაიტედისთვის” ახალი შეთავაზების გაკეთება პოლ პოგბას ტრანსფ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნეიმარმა დაასახელა საუკეთესო ფეხბურთელი, ვის წინააღმდეგაც უთამაშია

“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელმა, ნეიმარმა განაცხადა, რომ საუკეთესო ფეხბურთელი, ვის წინააღმდეგაც მას უთამაშია, მადრიდის “რეალისR...
წაკითხვა
ფეხბურთი

მაგალითი “საბურთალოს” მალტელებისგან: როგორ დავამარცხოთ ფავორიტი ხორვატიიდან?

თბილისის “საბურთალოსა” და ზაგრების “დინამოს” მატჩი თითქმის კარს მოგვადგა. საინტერესოა, რომ ზემოთ აღნიშნულ შეხვედრამდე რამდენიმ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რამ გააბრაზა იბრაჰიმოვიჩი “სან ხოსესთან” მატჩში?

“ლოს ანჯელეს გალაქსის” თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კომენტარი “სან ხოსესთან” გამართულ მატჩზე გააკეთა და აღნიშნა, რომ [&...
წაკითხვა