მამუკა კვარაცხელია: “როგორ შეიძლება კაცის წასვლა, რომელიც ფულს იღებს და დებს”
უეფას მედია ოფიცერმა მამუკა კვარაცხელიამ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში თბილისის “დინამოს” შესახებ ისაუბრა.
“რა თქმა უნდა, რომან ფიფიამ და ზაზა დოლიძემ უნდა აიღონ პასუხისმგებლობა. მანახეთ ხალხი, ვინც თავისი ჯიბის ფულს იღებს და ფეხბურთში დებს. მათ შორის, მეც ხელფასს ვიღებდი. 400 კაცს უხდიდა რომან ფიფია ფულს. უნდა შეცვალოს ფიფიამ სიტუაცია, დოქტრინა უნდა ჩამოაყალიბოს. როგორ შეიძლება კაცის წასვლა, რომელიც ფულს იღებს და დებს. მოკვდება ფეხბურთი ამ ყველაფრის გარეშე. დოქტრინა არის შესაცვლელი.
გააკეთა ყველაზე მაგარი რაღაც – აკადემია, რომელმაც უცებ მოგვცა კვარაცხელია, დავითაშვილი, ჩაკვეტაძე. ჩემთვის ძალიან ძნელია, როცა ტრუბოჩკინი გვყავს მარჯვენა ფლანგზე ამ დროს კი ვხედავ, ჩემი მოგვარე კვარაცხელია 2002-იანი, როგორ თამაშობს. ტოგოელმა ცენტრალურმა მცველმა რამდენი შეცდომა დაუშვა, როცა ლუკა ერაძე გვყავს. ორმეტრიანი ბიჭი ტვინით სავსე. ასეთ ბიჭებს უნდა მოეფერო და აღარ მოუნდებათ წასვლა”, – განაცხადა მამუკა კვარაცხელიამ.