მამუკა ტორონჯაძე: „ყველა ქვეყანას ჩემი საქართველო მირჩევნია“

თარიღი: თებერვალი 11, 2015

ფარერის კუნძლების ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული „სუდურის“ შემადგენლობაში ორი ქართველი ლეგიონერი ჩაირიცხა. ახალი სეზონიდან კლუბში 28 წლის შემტევი მამუკა ტორონჯაძე და 26 წლის მცველი ვალერი იობაშვილი ითამაშებს.

Fanebi.com-ი მამუკა ტორონჯაძეს დაუკავშვირდა, რომელიც „სუდუროისში“ 2010 წელსაც თამაშობდა.

– მამუკა, შენ ფარერის კუნძულებზე დაბრუნდი და ახალი სეზონიდან ნაცნობი „სუდუროის“ რიგებში ითამაშებ. გვიამბე, თუ როგორ მოხვდი პირველად ამ ქვეყანაში

„პირველად ჩემი მეგობრის დახმარებით მოვხვდი. სააგენტოსთან ურთიერთობდა და 2010 წელს ფარერებზე წასვლა შემომთავაზეს. წინადადებას დავთანხმდი და ჩავედი“

– რა გახდა შენი ფარერის კუნძულებზე დაბრუნების მიზეზი?

„მოგეხსენებათ, ერთი წელი რუსთავის „მეტალურგში“ ვიყავი და ბოლო ექვსი თვის განმავლობაში იქ სიტუაცია ძალიან აირია. ექვს თვეში ოთხი თვის ხელფასი ავიღეთ და ჩვენთვის არც პრემიები მიუციათ. არადა, მეგონა, ასეთი კლუბი უფრო დიდ ყურადღებას გამოიჩენდა. წასვლა ძალიან არ მინდოდა, მაგრამ ბოლოს ფინანსების გამო წავედი. თანაც, საბუთების დახმარებით, ევროპაში გასვლა აქედან ბევრად ადვილია“

Toronjadze2

– რომელიმე სხვა ქვეყანაში წასვლის საშუალება იყო? სხვა წინადადებები თუ გქონია?

„კი, იყო. მაგალითად, ჩემი მეგობარი ოსიტაშვილი ფინეთში თამაშობს და იქ სინჯებზე ჩასვლის შანსი მქონდა, თუმცა ამას პირდაპირი კონტრაქტი ვამჯობინე. მოგეხსენებათ, იობაშვილიც აქაა და, იმედია, კარგი სეზონი გამოვა“

– დახმარებიხარ თუ არა ვალერი იობაშვილს ამ ტრანსფერში ან მისთვის რაიმე რჩევა ჰომ არ მიგიცია?

„კლუბში მკითხეს, ვიცნობ თუ არა გამოცდილ მცველს. მე ვალერის რეკომენდაცია გავუწიე. შემდეგომ მისი ვიდეოები და მონაცემებიც ნახეს“

– როგორც აღნიშნე, „სუდუროისში“ აქამდეც, კერძოდ, 2010 წელს თამაშობდი. იმის შემდეგ 5 წელი გავიდა და კლუბში რაიმე შეიცვალა?

„როგორც მითხრეს, შეიცვალა. სიმaრთლე გითხრათ, ვარჯიშზე ჯერ არ მივსულვარ. ახალგაზრდული გუნდია და ლეგიონერების ლიმიტის გამოყენებას მაქსიმალურად ცდილობენ. აქ ოთხზე მეტი ლეგიონერის დამატება აკრძალულია“

– პირდაპირ ვთქვათ, რომ ფარერის კუნძულებს როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო ფეხბურთი ძალიან დაბალ დონეზეა. ბოლო დროს რაიმე პროგრესი თუ შეინიშნება?

„ნაკრების წარმატებებიდან, საბერძნეთთან გასვლაზე მოგების აღნიშვნა შეიძლება, რაც არც თუ ისე ადვილია. პირველი წრის შემდეგ უფრო მეცოდინება, რამდენად მოიმატა ჩემპიონატის დონემ“

– „სუდუროისი“ უმაღლეს ლიგაში დაბრუნდა. ახალი სეზონში გუნდს რა მიზნები ექნება?

„სიმართლე ვთქვათ და, ალბათ, პირველ რიგში, გუნდი ადგილის შენარჩუნებაზე იფიქრებს. როგორც აღნიშნე, ახალგაზრდული გუნდია. თუმცა, გამორიცხული არაფერია, იმედია, უფრო მაღალი მიზნებისთვისაც ვიბრძოლებთ“

– საქართველოსა და ფარერების ჩემპიონატის შედარებისას, რას გამოყოფდი?

„საქართველოში ძალიან ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელია, აქ ამის რესურსი არაა. ცდილობენ, ლეგიონერები ჩამოიყვანონ, რათა დონემ აიწიოს. საქართველოს ჩემპიონატი, რა თქმა უნდა, უკეთესია“

– საქართველოში დაბრუნებას გეგმავ?

„ჯერ მხოლოდ ახლა ჩამოვედი, ჩემპიონატი ოქტომბრის დასაწყისამდე გრძელდება. მისი დასრულების შემდეგ ვნახოთ. თუ შანსი და პირობები იქნება, დიდი სიამოვნებით დავბრუნდები“

– ზოგადად, ფარერის კუნძულებზე ცხოვრება საქართველოში ცხოვრებისგან რითი განსხვავდება?

„ფარერები ბევრად პატარაა და იმდენი ღირსშესანიშნაობა არაა, როგორც საქართველოში. დედაქალაქის გარდა, მხოლოდ ერთი ქალაქია, დანარჩენი ტერიტორია კი დაბებისგან შედგება. რაც შეეხება ცხოვრების დონეს, ფარერის კუნძლები დანიის სამეფოს ეკუთვნის და ცხოვრების დონე, ამის დახმარებით, ძალიან მაღალია“

– მომავალში ფარერებში საცხოვრებლად თუ დარჩებოდი?

„სადაც არ უნდა წავიდე, საცხოვრებლად საქართველოში დავბრუნდები. ყველა ქვეყანას ჩემი საქართველო მირჩევნია“

ინტერვიუს ბოლოს მამუკამ რუსთავის „მეტალურგსა“ და მის მთავარ მწვრთნელ ვალერი კილასონიას მადლობა გადაუხადა: „მსურს, რუსთავის „მეტალურგის“ ყველა ფეხბურთელს, მწვრთნელსა და მომსახურე პერსონალს მადლობა გადავუხადო. დიდი მადლობა ვალერი კილასონიას, რომელიც ჩემს წასვლას გაგებით მოეკიდა. ძალიან კარგი გუნდია და მომავალში წარმატებას ვუსურვებ. იმედია, სიტუაცია გამოსწორდება“.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

არიენ რობენმა სამწვრთნელო კარიერა დაიწყო

მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილმა გარემარბმა არიენ რობენმა საფეხბურთო კლუბ “გრიუნვალდის” (მიუნხენი) სისტემაში სამწვრთნელო კარიერა დ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტირანაში მინდვრის მორწყვის სისტემა არაზუსტად დაამონტაჟეს და ბალახის ნაცვლად ტრიბუნა დასველ

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ალბანეთისა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის (0:2) შესვენებისას კურიოზული შემთხვევა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვაკო გვილია: “მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონებთან კარგი თამაში გველოდება”

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის ბოლო მატჩისთვის მზადებას ხორვატიაში განაგრძობს. ადრიატიკის სანაპიროზე მდებარე ქალაქ პულაში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზინჩენკოს რეაქცია უკრაინის ნაკრების მიერ სერბეთის კარში ბოლო წუთზე გატანილ გოლზე (ვიდეო)

17 ნოემბერს, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, B ჯგუფის ლიდერი უკრაინა სტუმრად მესამე ადგილზე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჟოზე მოურინიო მზადაა, ლონდონში მუშაობისთვის, “რეალს” უარი უთხრას

საფეხბურთო სამყაროში თვლიან, რომ ჟოზე მოურინიო მწვრთნელის პოზიციას უახლოეს მომავალში უნდა დაუბრუნდეს. პრესაში ვრცელდებოდა ხმები, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ მოიქცნენ კოსოვოელი ფანები ინგლისის ჰიმნის დროს (ფოტო, ვიდეო)

17 ნოემბერს, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე კოსოვოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ინგლისს უმასპინძლა და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჰარი კეინი ინგლისის ნაკრების ისტორიაში შევიდა

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურში ინგლისი ნაკრებმა გასვლით შეხვედრაში კოსოვოს განადგურება შეძლო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდუ: “ლუქსემბურგის ნაკრების მოედანი კარტოფილის მინდორს უფრო ჰგავდა” (ფოტო)

პორტუგალიის ეროვნული გუნდის ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ ევრო-2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ლუქსემბურგის ნაკრების წინააღმდეგ გამართული მატჩის (2:0) [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლუქსემბურგელი ფანები რონალდუს: “მესი! მესი! მესი!”

17 ნოემბერს, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე პორტუგალიის ნაკრებმა სტუმრად ლუქსემბურგი 0:2 დაამარცხა და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტიერი ანრი, შესაძლოა, “ბარსელონას” მწვრთნელი გახდეს

“მონრეალ იმბპაქტის” ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი, ტიერი ანრი, შესაძლოა, უახლოეს მომავალში კატალონიის “ბარსელონას” თავკაცის რა...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი არაბიძეს 3-4 თვე გაუცდება

თურქული “ადანასპორის” 21 წლის ნახევარმცველს, გიორგი არაბიძეს ტრავმის გამო 3-4 თვე გაუცდება. არაბიძემ კოჭის ტრავმა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

თავისუფლება ვაჟა გაფრინდაშვილს – საფეხბურთო სამყარო კვლავ გაერთიანდა

ცხინვალის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაჭერილი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას საფეხბურთო სამყაროც შეუერთდა. თბილისის “დინამოს...
წაკითხვა
ფეხბურთი

კასილასი: “უეფამ საკუთესოდ ვან დეიკი დაასახელა, ფიფამ – მესი. კრიტერიუმები ალო

“პორტუს” კიპერმა იკერ კასილასმა ფიფასა და უეფას ინდივიდუალური ჯილდოების შესახებ საკუთარი მოსაზრება გამოთქვა. ესპანელი აღნიშნავს, […...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტონი კროოსის ლამაზი გოლი ბელორუსის კარში (ვიდეო)

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, გერმანიისა და ბელორუსის ნაკრებებს შორის მიმდინარე მატჩის 55-ე წუთზე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სან მარინოს ნაკრებმა ბოლო ორი წლის მანძილზე პირველი გოლი გაიტანა – ფეხბურთელების ემო

16 ნოემბერს, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე სან მარინოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ყაზახეთი მიიღო […]...
წაკითხვა