მამუკელაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და ნაკრებში ითამაშებს

თარიღი: ივნისი 5, 2018

სანდრო მამუკელაშვილი საქარვთველოს მოქალაქე გახდა. 23 მაისს 19 წლის გამხდარ პერსპექტიულ კალათბურთელს აქამდე ჩვენი ქვეყნის არც ერთ ასაკობრივ ნაკრებში არ უთამაშია. ის ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიბადა და ამ ქვეყნის მოქალაქეობა აქვს და მიუხედავად იმისა, რომ “აკადემიის” შემადგენლობაში საქართველოს 14 და 16 წლამდელთა ჩემპიონატებში უთამაშია, მოქალაქეობის არქონის გამო ნაკრებში ვერ აიყვანეს.

მამუკელაშვილმა გასული სეზონი ამერიკის სტუდენტური ლიგის ერთ-ერთ უძლიერეს – “ბიგ ისთის” კონფერენციის რიგიან გუნგ “სეტონ ჰოლში” გაატარა და იმის გამო, რომ თანაგუნდელებად 2-3 წლით უფროსი მოთამაშეები ჰყავდა, მოედანზე დიდი ხნით გასვლა არ უწევდა. თუმცა ის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ევროპელ ახალგაზრდად მიიჩნევა და როგორც დრაფტზე არჩვას, ისე დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

გასული წლის ზაფხულში მამუკელაშვილი თბილისში იმყოფებოდა და საქართველოს ნაკრების წევრებთან ერთად (იხილეთ ფოტო) ჩეხეთთან მერიის თასის მატჩებს დაესწრო. ის ნაკრების მაისურით იმყოფებოდა სპორტის სასახლეში, მოგვიანებით კი, პირველ არხზე მიწვეულ საღამოს გადაცემაში განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრებში თამაში სურს.

დღეს ის მთავარი ბარიერი მოიშალა, რაც სანდროს ნაკრებში თამაშში უშლიდა ხელს – მამუკელაშვილმა მიიღო საქართველოს მოქალაქეობა და ჩვენი ქვეყნის ღირსებას როგორც ეროვნულ, ისე 20-წლამდელთა ნაკრებში დაიცავს. სანდრო მამუკელაშვილი 208 სანტიმეტრის სიმაღლისაა, თუმცა დრიბლინგი, სწრაფი მოძრაობა და ზუსტი შორი სროლა დიდებულად ეხერხება, რაც მის უნივერსალიზმსს უსვამს ხაზს. მამუკელაშვილის სახით საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა დიდი ძალა მიიღო, რომელიც ჩვენს ეროვნულ გუნდსაც დიდად გამოადგება.

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები წლეულს გვარიანად შეივსო. მამუკელაშვილამდე 20-წლამდელთა ნაკრებს შეუერთდა და თბილისში, ევროპის ახალგაზრდული ლიგის ოთხთა ფინალშიც ითამაშა ლუკა ბულაშვილმა. გოგა ბითაძეს გასულ წელს 20-წლამდელებში გრაფიკის ეროვნული ნაკრებთნ თანხვედრის გამო არ უთამაშია, თუმცა მას წელსაც უწევს U20-ში თამაში და მამუკელაშვილთან, ბულაშვილთან, ნიკა დარბაიძესთან და კიდევ სხვა პერსპექტიულ ახალგაზრდებთან ერთად საქართველოს ნაკრებს მომავალ ევროპის ჩემპიონატზე “ა” დივიზიონში გადასვლის რეალური პრეტენდენტად აქცევს.

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

ზაზა ფაჩულიამ ავღანეთში დაჭრილი ქართველი სამხედრო “დეტროიტის” მატჩზე დაპატიჟა

“დეტროიტ პისტონსის” ცენტრმა, ზაზა ფაჩულიამ ავღანეთში დაჭრილი ქართველი სამხედრო, უფროსი ლეიტენანტი ივერი ბუაძე საკუთარი გუნდის […]...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის მორიგი ორმაგი დუბლი და “ბუდუჩნოსტის” მოგებული მატჩი (ვიდეო)

21 იანვარს, ადრიატიკის ლიგის მე-16 რაუნდში გოგა ბითაძის “ბუდუჩნოსტმა” საკუთარ კედლებში “ცედევიტა” მიიღო და მეტოქე […]...
წაკითხვა
კალათბურთი

საქართველოს თასის 1/8 ფინალის კენჭისყრა გაიმართა

დღეს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 2018-2019 წლების სეზონის საქართველოს თასის გათამაშების კენჭისყრა გაიმართა, რომელშიც რეკორდულად ბევრი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ზაზა ფაჩულიას კიდევ ერთ “ბინძურ თამაშს” აბრალებენ (ვიდეო)

“დეტროიტ პისტონსის” ცენტრს, ზაზა ფაჩულიას “ბინძურად თამაშს” ისევ აბრალებენ. ქართველმა კალათბურთელმა “მაიამისთან” გ...
წაკითხვა
კალათბურთი

“დეტროიტი” ზაზა ფაჩულიასთან ერთად იგებს – 28 წუთი და დომინირება “ჰ

“დეტროიტის” ქართველი ცენტრი ზაზა ფაჩულია დაბრუნების შემდეგ კარგ სათამაშო ფორმაში შევიდა და გუნდის გამარჯვებებში დიდი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძემ მადრიდის “რეალთან” ორმაგი დუბლი შეასრულა – “ბუდუჩნოსტ

18 იანვარს, ევროლიგის მორიგ ტურში გოგა ბითაძის “ბუდუჩნოსტმა” საკუთარ კედლებში ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი, მადრიდის […]...
წაკითხვა
კალათბურთი

კლეი ტომპსონმა ფაჩულიას სანაძლეოზე კამერების წინ მისწერა: “ფული გადამიხადე” (ვ

ზაზა ფაჩულიასა და კლეი ტომპსონის მხიარული მეგობრობა გრძელდება. ამჯერად, “გოლდენ სტეიტის” კალათბურთელმა “დეტროიტის” ცენტრს კამე...
წაკითხვა
კალათბურთი

ლუკა დონჩიჩმა უეფას 2018 წლის სიმბოლური ნაკრები შეადგინა

“დალას მავერიქსის” კალათბურთლმა, ლუკა დონჩიჩმა უეფას 2018 წლის სიმბოლური ნაკრები შეადგინა. 19 წლის მოთმაშემ საუკეთესო […]...
წაკითხვა
კალათბურთი

“ქართველი გოლიათი” – გოგა ბითაძის ბრწყინვალე ჩატენვა “მაკაბისთან&#

ევროლიგაზე თავის მორიგ შეხვედრას მართავს გოგა ბითაძე. მისი გუნდი, “ბუდუჩნოსტი” სტუმრად, ისრაელში “მაკაბის” უპირისპირდება. მატჩ...
წაკითხვა
კალათბურთი

დუდა სანაძე ახალ გუნდში გადავიდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მსროლელი, დუდა სანაძე კარიერას პოლონეთში გააგრძელებს. Eurobasket-ის ინფორმაციით, სანაძე “როსა რადომს” შეუერთ...
წაკითხვა
კალათბურთი

ლუკა დონჩიჩმა ოპერატორს ბოდიში მოუხადა (ვიდეო)

6 იანვარს, NBA-ში “ფილადელფიამ” საკუთარ მოედანზე “დალასი” მიიღო და მეტოქე 106:100 დაამარცხა. შეხვედრის ერთ-ერთ ეპიზოდში [&hell...
წაკითხვა
კალათბურთი

შენგელიას ტრავმის მოშუშებას 3 თვე დასჭირდება

სამწუხარო ამბავი გაახმაურა “ბასკონიას” ხორვატმა მწვრთნელმა ველიმირ პერასოვიჩმა, როცა მას სტამბოლში, ევროლიგის მატჩის შემდეგ თორნიკე […]...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის მორიგი ბრწყინვალე მატჩი ევროლიგაში (ვიდეო)

ახალგაზრდა ქართველმა კალათბურთელმა, გოგა ბითამაძემ ევროლიგაში მეორე შეხვედრა ჩაატარა. მისი გუნდი, “ბუდუჩნოსტი” სტუმრად, მილანში, “არ...
წაკითხვა
კალათბურთი

ფაჩულიამ წლის ბოლო მატჩში საუკეთესოდ ითამაშა, თუმცა “ორლანდოსთან” წააგო (ვიდეო

ეროვნულ საკალთბურთო ასოციაციაში 2018 წელი მარცხით დაასრულა ზაზა ფაჩულიას „დეტროიტ პისტონსმა“, რომელიც სტუმრად „ორლანდო მეჯიქთან“ […]...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის 12 ქულა და ბუდუჩნოსტის მარცხი ლიდერ ცრვენა ზვეზდასთან (ვიდეო)

პოდგორიცეს “ბუდუჩნოსტმა”, რომლის ღირსებასაც 19 წლის ქართველი, გოგა ბითაძე იცავს, ადრიატიკის ლიგაში ლიდერ “ცრვენა ზვეზდასთან” […]...
წაკითხვა