“მანჩესტე სიტიმ” აგუეროს გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო
“მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელებმა გუნდის არგენტინელი ლეგენდის, სერხიო კუნ აგუეროს გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღეს. ამ ინფორმაციას ბრიტანული მედიის გავლენიანი გამოცემებიც ადასტურებენ.
როგორც ცნობილი ხდება, “ქალაქელებმა” უკვე დააყენეს ტრანსფერზე აგუერო და მის სანაცვლოდ დაახლოებით 70 მილიონ ევროს ითხოვენ. რისი გადახდაც აგუეროს ყიდვის ერთ-ერთ მთავარ მსურველს, “რეალს” ნამდვილად არ უნდა გაუჭირდეს.
29 წლის ფეხბურთელი უკმაყოფილოა პეპ გვარდიოლას როტაციით და თვლის, რომ მეტ სათამაშო დროს იმსახურებს. ამიტომაც, ისიც თანახმაა, კარიერა სხვა კლუბში გააგრძელოს.
მიმდინარე სეზონში აგუერომ 19 მატჩი ჩაატარა “მანჩესტერ სიტის” მაისურით და ამ დროის მანძილზე 13 გატანილი გოლითა და სამი საგოლე გადაცემით დაგვამახსოვრა თავი.