“მანჩესტერ იუნაიტედი” “ბაიერნის” ნახევარმცველით გაძლიერდება?
ამჯერად, ბრიტანული პრესა ბასტიან შვაინშტაიგერს “ოლდ ტრაფორდზე” უშვებს.
SundayPeople-ის ცნობით, გამოცდილი ნახევარმცველი ამ ზაფხულს სამუშაო ადგილს შეიცვლის. 30 წლის შუახაზელს გუნდთან კონტრაქტი მომავალ წელს ეწურება და მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე ვერ თანხმდებიან.
“ბაიერნთან” უთანხმოების გამო, ბრიტანულმა პრესამ ბასტიანი “მანჩესტერ იუნაიტედს” დაუკავშირდა. “წითელი ეშმაკები” მზად არიან გერმანელში 7.5 მილიონი ფუნტი გადაიხადონ.