WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (383506) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

“მანჩესტერ იუნაიტედი” “ბარნლისთან” წაგებას ბოლო წამებზე გადაურჩა (ვიდეო)

თარიღი: იანვარი 30, 2019

ულე-გუნარ სულშერის ბრწყინვალე რვამატჩიანი მოგებათა სერია “მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცის რანგში, პრემიერ ლიგის 24 ტურში შეწყდა. “წითელმა ეშმაკუნებმა” ყველასათვის მოულოდნელად, შინ “ბარნლისთან” დაკარგეს ქულები.

მართალია, მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძლები ფლობდნენ უპირატესობას, თუმცა სულშერის ბიჭები საკმარისად ზუსტები არ იყვნენ. პირველი ტაიმი ძირითადად დაზვერვით ხასიათს ატარებდა და ფრედ, 0-0 დასრულდა.

შეხვედრის მეორე ნახევრის 51-ე წუთზე “მანჩესტერ იუნაიტედმა” დაცვაში საშინელი შეცდომა დაუშვა, რაც ბარნსმა ბრწყინვალე და უძლიერესი დარტყმით გარდასახა გოლად. შეხვედრის 81-ე წუთზე ვესტვუდის გადაცემით ვუდმა გაიტანა და ერთი შეხედვით მატჩის ბედიც გადაწყვიტა.

“ოლდ ტრაფორდელებმა” გამოფხიზლება 87-ე წუთზე დაიწყეს, როდესაც გუნდის ლიდერმა, პოლ პოგბამ თერთმეტმეტრიანის ზუსტად შესრულება შეძლო. მატჩის ბოლო წამებზე კი ვიქტორ ლინდელოფმა შეძლო გამათანაბრებელი გოლის გატანა და საკუთარ გუნდს ერთი ქულა მოუტანა.



მსგავსი სიახლეები