“მანჩესტერ იუნაიტედი” ედ ვუდვორდის გამოსამშვიდობებელ წერილს აქვეყნებს
“მანჩესტერ იუნაიტედის” ვიცე-პრეზიდენტმა, ედ ვუდვორდმა, პრესაში მისი გადადგომის თაობაზე ჭორების გავრცელების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. შეგახსენებთ, რომ ვუდვორდი “ოლდ ტრაფორდზე” 2005 წელს გამოჩნდა და “ოცნებების” თეატრს წლის ბოლოს დატოვებს.
“წარმოუდგენლად ვამაყობ იმით, რომ “მანჩესტერ იუნაიტედს” 16 წლის მანძილზე ღირსეულად ვემსახურე. ჩემთვის უდიდესი პატივი იყო მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო და უდიდეს კლუბში მუშაობა.
კლუბი მომავლის თვალსაზრისით შესანიშნავ პოზიციაში იმყოფება. წლის ბოლოს კლუბიდან წასვლა ძალიან რთული იქნება. ვეცდები მაქსიმალურად დავაფასო “ოლდ ტრაფორდზე” დარჩენილი დრო. ვამაყობ, რომ კლუბის კულტურის რეგენერაცია შევძელით და თამაშის “მანჩესტერულ” გზას დავუბრუნდით.
ამ დროის მანძილზე გუნდში ერთ მილიარდზე მეტის ინვესტიცია განვახორციელეთ. მე სავსბით კმაყოფილი ვარ გუნდისა და ოლე გუნარ სულშერის პროგრესით ბოლო პერიოდში.
ძალიან მინდოდა, რომ ამ პერიოდში კიდევ ერთხელ მოგვეგო პრემიერ ლიგა, თუმცა მჯერა, რომ ეს გუნდი უახლოეს მომავალში ამას შეძლებს და ერთგულ გულშემტკივარს გაახარებს.
“იუნაიტედის” გულმხურვალე გუშემატკივრებს მათი მხარდაჭერისთვის კარგ და ცუდ პერიოდებში. მინდა მადლობა გადავუხადო და ბოლოს, მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნსო, რომ ჩემთვის ძალიან დიდი სიამოვნება იყო გასაოცარ, ნიჭიერ და მშრომელ ხალხთან თანამშრომლობა,” – აცხადებს ვუდვორდი.