“მანჩესტერ იუნაიტედი” ერერასთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს
“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელები გუნდის ესპანელი ნახევარმცველის, ანდერ ერერას კონტრაქტში არსებული პუნქტის გამოყენებას და მისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებენ. ამ ინფორმაციას ესპანური გამოცემა Marca ავრცელებს.
როგორც ცნობილი ხდება, ანდერ ერერა ზამთარში “ოლდ ტრაფორდის” დატოვებას არ აპირებს და მზადაა, “წითელ ეშმაკუნებთან” კიდევ რამდენიმე წლით დარჩეს.
28 წლის ფეხბურთელის ამჟამინდელი კონტრაქტი ინგლისურ გრანდთან 2018 წლის ზაფხულში იწურება, მისი გადაბირების სურვილს კი არაერთი ევროპული კლუბი გამოთქვამს.
გეტყვით იმასაც, რომ მიმდინარე სეზონში ერერას დიდი დრო არ ეძლევა. პრემიერ ლიგის 11 მატჩში მან მხოლოდ ერთი გოლით შეძლო, ჩვენთვის თავი დაემახსოვრებინა.