“მანჩესტერ იუნაიტედი” გუნდიდან პოგბას გასაშვებად მზადაა
“მანჩესტერ იუნაიტედი” მზად არის, გუნდის ნახევარმცველი პოლ პოგბა მადრიდის “რეალში” გაუშვას, თუმცა მის სანაცვლოდ სოლიდურ თანხას ითხოვს. “ტუტოსპორტის” ცნობით, “წითელი ეშმაკების” წარმომადგენლები ფეხბურთელის აგენტ მინო რაიოლას დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ თუ მადრიდელები კონტრაქტის გამოსასყიდ 130 მილიონ გირვანქა სტერლინგს გადაიხდიან, “ოლდ ტრაფორდი” ფრანგს შეელევა. ცნობილია, რომ “სამეფო კლუბი” ფეხბურთელების გაცვლით უფრო არის დაინტერესებული და შესაძლოა, გარიგებაში რაფაელ ვარანი და გარეტ ბეილი ჩართოს.
“მანჩესტერ იუნაიტედსა” და პოლ პოგბას შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2021 წლის 30 ივნისამდე აქვს. ფრანგი ფეხბურთელი ინგლისური კლუბის ღირსებას 2016 წლიდან იცავს, რა დროის განმავლობაშიც ევროპის ლიგა და ინგლისის ლიგის თასი მოიგო.
პოლ პოგბამ მიმდინარე გათამაშებაში “მანჩესტერ იუნაიტედის” ფორმით 41 მატჩი ჩაატარა, 16 გოლი გაიტანა და ათი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.