“მანჩესტერ იუნაიტედი” მზადაა, იოზილის ტრანსფერში 35 მილიონი გადაიხადოს
“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელები მზად არიან, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველი, მესუთ იოზილი დაიმატონ. ამ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა, The Mirror ავრცელებს.
როგორც იცით, მესუთ იოზილს “მეთოფეებთან” არსებული კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება. ამის შემდეგ კი გერმანელი ფეხბურთელი თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს და მისი გადაბირება ნებისმიერ კლუბს შეეძლება აბსოლუტურად უფასოდ.
იმისათვის, რომ “არსენალმა” ეს დანაკარგი თავიდან აირიდოს, “მანჩესტერ იუნაიტედის” მშვენიერი წინადადება უნდა მიიღოს და იოზილი “ოლდ ტრაფორდზე” 35 მილიონ ფუნტად უნდა გაუშვას.
მიმდინარე სეზონში იოზილის ანგარიშზე 18 მატჩში გატანილი 4 გოლი და გაკეთებული 5 საგოლე გადაცემაა. მისი გადაბირების სურვილს “მანჩესტერ იუნაიტედთან” ერთად “პარი სენ-ჟერმენისა” და “ბაიერნის” ხელმძღვანელებიც გამოთქვამენ.