“მანჩესტერ იუნაიტედი” მზადაა, მარსიალი გაყიდოს, თუმცა არა ინგლისში
“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელები მზად არიან ფრანგ თავდამსხმელს, ანტონი მარსიალს, გამოემშვიდობონ. თუმცაღა, “მანჩესტერელებს” არ უნდათ ამ უკანასკნელმა კარიერა ინგლისში გააგრძელოს.
შეგახსენებთ, რომ იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე მარსიალის მიმართ ინტერესს ისეთი ინგლისური კლუბები იჩენდნენ, როგორებიც ლონდონის “ჩელსი” და “ტოტენჰემი” არიან.
სავარაუდოდ, 22 წლის ფრანგი ფეხბურთელი კარიერას იტალიაში გააგრძელებს. მას კარლო ანჩელოტის “ნაპოლისა” და მასიმილიანო ალეგრის “იუვენტუსში” იწვევენ.
“მანჩესტერ იუნაიტედი” მზადაა, მარსიალს 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელიოს.