“მანჩესტერ იუნაიტედი” რამოსისთვის ბრძოლაში ჩაერთო
“მანჩესტერ იუნაიტედი” მადრიდის “რეალის” მცველ სერხიო რამოსისთვის ბრძოლაში ჩაერთო.
“დეილისა” და “სანდი ექსპრესის” თანახმად, “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობა მზად არის, 28 წლის ესპანელ ფეხბურთელს კვირაში 105 ათასი ფუნტი შესთავაზოს.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, რამოსის მიმართ ყურადღებას ლონდონის “ჩელსი” და “არსენალიც” იჩენენ.
შეგახსენებთ, რომ სერხიო რამოსს “რეალთან” მოქმედი შრომითი ხელშეკრულება 2017 წელს ეწურება. მხარეებს შორის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს.