“მანჩესტერ იუნაიტედი” რონალდუს ტრანსფერზე ხელის აღებაში მოურინიომ დაარწმუნა

ბრიტანულ პრესაში საკმაოდ ხმაურიანი ინფორმაცია გავრცელდა, რომლის თანახმადაც ჟოზე მოურინიო “მანჩესტერ იუნაიტედში” კრიშტიანუ რონალდუს მისვლის კატეგორიული წინააღმდეგი გახლდათ.
“მანჩესტერელთა” პორტუგალიელი სპეციალისტი თვლიდა, რომ “რეალისთვის” 90 მილიონი ფუნტის გადახდა ფეხბურთელში, რომელიც კვირაში 500 ათას ფუნტს მოითხოვდა ხელფასის სახით, უაზრობა იქნებოდა. ჟოზეს ერჩივნა, ეს თანხა ცენტრალური ნახევარმცველის ტრანსფერზე დაეხარჯა.
მოურინიოს არჩევნის სიმცდარეში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, როდესაც “იუნაიტედმა” ვერც ალდერვაირელდი, ვერც მაგუაირი და ვერც დიეგო გოდინი ვერ დაიმატა. სწორედ ეს შეიძლება ყოფილიყო ედ ვუდვორდსა და მოურინიოს შორის უთანხმოების წარმოშობის მთავარი მიზეზიც.
შეგახსენებთ, რომ ხუთი ოქროს ბურთის მფლობელი ფეხბურთელი ზაფხულში ტურინის “იუვენტუსში” გადაბარგდა 100 მილიონ ევროდ.