“მანჩესტერ იუნაიტედი” სატრანსფერო პოლიტიკას ცვლის
გავლენიანი უცხოური გამოცემა ESPN ირწმუნება, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელებმა სატრანსფერო პოლიტიკის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღეს.
როგორც ცნობილი ხდება, “მანკუნიანელები” ამიერიდან აქცენტს ახალგაზრდა და პერსპექტიული ფეხბურთელების ტრანსფერებზე გააკეთებენ და არა ისეთ გამოცდილ ფეხბურთელებზე, როგორებიც ნემანია მატიჩი და ალექსის სანჩესი არიან.
ეს “მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცის, ულე გუნარ სულშერის გამოწვევა გახლავთ, რომელსაც კლუბის უფროსები მაქსიმალურად უჭერენ მხარს და მალე გრძელვადიან კონტრაქტსაც მოაწერს ხელს.
ფერგიუსონის წასვლის შემდეგ კლუბი საკმაოდ დიდ ხელფას უხდიდა სანჩესს (29 წლის), მატიჩს (29 წლის), შვაინშტაიგერსა (30) და იბრაჰიმოვიჩს (34). ედ ვუდვორდმა პოლიტიკის შეცვლა გასული სეზონიდან დაიწყო, როდესაც მოურინიოს უარი უთხრა ვილიანისა (30 წლის) და ალდერვაირელდის (29 წლის) ტრანსფერებზე.