“მანჩესტერ იუნაიტედი” ზინედინ ზიდანს დაუკავშირდა

თარიღი: სექტემბერი 30, 2018

ბრიტანულ პრესაში დილიდან ვრცელდება ცნობები, რომლის მიხედვითაც, “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელებმა ჟოზე მოურინიოს მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გათავისუფლება გადაწყვიტეს.

BeIn Sport სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ბრიტანული გრანდი უკვე დაუკავშირდა ზინედინ ზიდანს, რომელიც ზაფხულის შემდეგ უსამსახუროდაა. ეს ყველაფერი კი მას შემდეგ მოხდა, რაც “წითელი ეშმაკუნები” “ვესტ ჰემთან” დამარცხდნენ (3-1).

გეტყვით იმასაც, რომ ფრანგი სპეციალისტი ამ დროისთვის ოჯახთან ერთად ლონდონში იმყოფება.

მადრიდის “რეალის” ყოფილი მწვრთნელის “ოლდ ტრაფორდზე” დაბანაკების შანსებს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საბუკმეკერო კომპანია გასულ თვეში 5 კოეფიციენტთან აფასებდა.



მსგავსი სიახლეები