„მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალგაზრდა ფეხბურთელის საოცარი გოლი (ვიდეო)
„მანჩესტერ იუნაიტედიდან“ „ბოლტონში“ იჯარით გადასულ საიდი იანკოს გუშინ ახალი გუნდის შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა. „ბოლტონის“ მეტოქე „ფულჰემი“ იყო, რომელიც გუნდმა ანგარიშით 3:1 დაამარცხა.
19 წლის შვეიცარელმა ხსენებულ მატჩში მარჯვენა ფლანგზე ითამაშა და, უბრალოდ, შეუდარებელი იყო. იანკომ ეიდურ გუდიონსენს საგოლე პასი გაუკეთა, მოგვიანებით კი თავი ულამაზესი გოლითაც გამოიჩინა.