“მანჩესტერ იუნაიტედის” ახალი სამიზნე
ჟოზე მოურინიოს გუნდი ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტიურ სატრანსფერო პოლიტიკას ატარებს და ამჟამად, მათი ინტერესის სფეროს ბელგიის ნაკრების შემტევი წარმოადგენს.
საქმე ეხება დრის მერტენს, რომელმაც მოახერხა და მიმდინარე სერია A-ში 7 გოლი გაიტანა. მას “ნაპოლისთან” კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს, მაგრამ “მანჩესტერ იუნაიტედი” მის შეძენას მაინც შეეცდება. ბელგიელის სატრანსფერო ფასი 28 მილიონი ევროა, რაც არც თუ ისე ბევრია მერტენსის მსგავსი ფეხბურთელისათვის.
ნაპოლის ყოფილმა დირექტორმა, მარინომ განაცხადა: “მერტენსის შეძენით “მანჩესტერ იუნაიტედია” დაინტერესებული. მიუხედავად იმისა, რომ ის უკვე 30 წლისაა, როგორც ჩანს ეს თანხა სულაც არ არის ძვირი. მას შემდეგ, რაც მერტენსი ნომინალური “ცხრიანის” პოზიციაზე თამაშობს, დიდი გუნდების ყურადღება მიიპყრო.” -განაცხადა მარინომ.