“მანჩესტერ იუნაიტედის” დაცვა ძალიან ცუდ დღეშია, კიდევ ერთი ტრავმა
“მანჩესტერის” ინგლისელმა მცველმა, კრის სმოლინმა შაბათს გასამართი შეხვედრისთვის მოსამზადებელ ვარჯიშზე ბარძაყის დაზიანება მიიღო, შესაძლოა მან, შაბათს გასამართი მატჩი, “ვესტ ჰემის” წინააღმდეგ გამოტოვოს.
დღეს იგი გაივლის სამედიცინო შემოწმებას, რომლის შემდეგაც დადგინდება, შეძლებს თუ არა თამაშს “ჩაქუჩებთან”.
შეგახსენებთ, რომ შეხვედრას ტრამვის გამო გამოტოვებს “იუნაიტედის” ორი მცველი, ჯონი ევანსი და ფილ ჯონსი, ხოლო დისკვალიფიკაციის გამო ტაილერ ბლეკეტი.