“მანჩესტერ იუნაიტედის” კაპიტანი დააკავეს
“მანჩესტერ იუნაიტედის” კაპიტანი ჰარი მაგუაირი დააკავეს.
ინგლისელი მცველი ევროპის ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ შვებულების გასატარებლად საბერძნეთის კუნძულ მიკონოსზე გაემგზავრა, სადაც უსიამოვნო შემთხვევა მოუვიდა.
ერთ-ერთ ბარში ფეხბურთელსა და მის მეგობრებს ინგლისელი ტურისტები გადაეყარნენ, რომლებმაც მაგუაირს, როგორც ჩანს, ევროთასზე განცდილი წარუმატებლობა შეახსენეს, რასაც შეკამათება მოჰყვა. საქმე იქამდე მივიდა, რომ სამართალდამცველების გამოძახება გახდა საჭირო. მაგუაირმა პოლიციის წარმომადგენლებს წინააღმდეგობა გაუწია, რაც გახდა კიდეც მისი დაკავების საფუძველი.
“მანჩესტერ იუნაიტედი” მომხდარს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა, რომელშიც ვკითხულობთ:
“კლუბი საქმის კურსშია წუხელ, მიკონოსზე ჰარი მაგუაირის მონაწილეობით მომხდარი ინციდენტის შესახებ. ჩვენ დავუკავშირდით ჰარის, ის საბერძნეთის ხელისუფლებასთან სრულად თანამშრომლობს. ამ დროისთვის სხვა კომენტარის გაკეთებისგან თავს შევიკავებთ”.