“მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელმა მოურინიოს საწინააღმდეგო პოსტის მოწონებისთვის ბოდიში მოიხადა
“ოლდ ტრაფორდზე” სიტუაცია კიდევ უფრო იძაბება. როგორც ჩანს, “მანჩესტერ იუნაიტედის” ბანაკი ორად იყოფა – ერთ მხარეს ჟოზე მოურინიოს მომხრენი დგანან, მეორეზე – პორტუგალიელი სპეციალისტის წასვლის მომსურნენი.
სოციალურ ქსელში ფანები არაერთ პოსტს დებენ ჟოზე მოურინიოს წინააღმდეგ და ერთ-ერთი მათგანი ანტონიო ვალენსიამ მოიწონა, რამაც მას ბევრი პრობლემა გაუჩინა. აღსანიშნავია, რომ პოსტი, რომელშიც “teamvalencia25” მოურინიოს წასვლას მოითხოვს, მხოლოდ ვალენსიას ჰქონდა მოწონებული.
Club captain liking posts like this says it all.. #mufc pic.twitter.com/9XCSsCS71X
— Josh Slinger (@JoshSlinger) October 3, 2018
მომდევნო დღეს ვალენსია ასეთ განცხადებას აკეთებს: “გუშინ, ინსტაგრამზე პოსტი მოვიწოდე, ისე რომ, არ წამიკითხავს წარწერა, რომელიც თან ერთვოდა ფოტოს. მე არ ვიზიარებ ამ პოზიციას და ბოდიშს ვიხდი ამისთვის. მწვრთნელს სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ.”