“მანჩესტერ იუნაიტედის” ქამ-ბექი ბოლო წუთბზე “ნიუკასლთან” (ვიდეო)
პრემიერ ლიგის 2018/19 წლების სეზონის მერვე ტურის მატჩში კრიზისში მყოფმა “მანჩესტერ იუნაიტედმა” საკმაოდ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა “ნიუკასლთან” მატჩში, სადაც ჟოზე მოურინიოს შეგირდები 70-ე წუთამდე მარცხდებოდნენ.
მატჩი “ნიუკასლმა” ბწრყინვალედ დაიწყო, რაფა ბენიტესის ბიჭებმა მეშვიდე წუთზე შეძლეს ანგარიშის გახსნა (კენედი), სამიოდე წუთში კი მუტომ ორ ბურთამდე გაზარდა სტუმართა უპირატესობა. ტაიმის მიმდინარეობისას “წითელი ეშმაკუნები” კარგად უტევდნენ, თუმცა ხან რეშფორდს არ სწყალობდა ბედი, ხან სხვა თავდამსხმელს.
“მანჩესტერმა” გარდამტეხი უპირატესობა მატჩის ბოლო ოც წუთში მოიპოვა. ანგარიშში ერთი ბურთის გაქვითვა პირველად ხუან მატამ შეძლო (70), რის შემდეგაც მასპინძლებმა ზეწოლა გააძლიერეს და 76-ე წუთზე მარსიალმა გაათანაბრა. გადამწყვეტი გოლი კი ჟოზე მოურინიოს მიერ გაკრიტიკებულმა ალექსის სანჩესმა გაიტანა 90-ე წუთზე.
ასე რომ, “მანჩესტერ იუნაიტედმა” ფსიქოლოგიური თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა და მომავალ ტურში “სტემფორდ ბრიჯზე” კარგი განწყობით გაემგზავრება.