“მანჩესტერ იუნაიტედისა” და “არსენალის” უშეღავათო ბრძოლა ფრედ დასრულდა (ვიდეო)
პრემიერ ლიგის 2019/20 წლების სეზონის მეშვიდე ტურის ცენტრალურ შეხვედრას “ოლდ ტრაფორდმა” უმასპინძლა. “მანჩესტერ იუნაიტედმა” და “არსენალმა” გულშემატკივრებს ძალიან დაძაბული და უშეღავათო ბრძოლა შესთავაზეს, თუმცა გამარჯვებული ვერ გამოავლინეს.
შეხვედრის პირველი ნახევარი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. მართალია, მცირე უპირატესობს “მეთოფეები” ფლობდნენ, თუმცა ტაიმის მიწურულს სკოტ მაკტომინეის მიერ გატანილმა ბრწყინვალე გოლმა ყველაფერი შეცვალა.
მეორე ტაიმში “ოცნებების თეატრში” შეკრებილმა პუბლიკამ კიდევ უფრო შემტევი ფეხბურთი იხილა ორივე გუნდის შესრულებით. 58-ე წუთზე მასპინძელთა მცველების შეცდომით ობამეიანგმა ისარგებლა და ანგარიშის გათანაბრება შეძლო.
გაშვებული გოლის შემდეგ “წითელი ეშამკები” დიდ უპირატესობას ფლობდნენ და არაერთო მომენტი შექმნეს ლენოს კართან, თუმცა გოლი არ გასულა. შეხვედრა ფრედ 1-1 დასრულდა.
ასე რომ, პრემიერ ლიგის 7 ტურის შემდეგ “მანჩესტერ იუნაიტედს” 9 ქულა უგროვდება და მეტე ადგილს იკავებს სატურნირო ცხირლში, ხოლო “არსენალი” 12 ქულით მეოთხეა.