„მანჩესტერ იუნაიტედმა“ „არსენალი“ ვან პერსის გოლით დაამარცხა

თარიღი: ნოემბერი 10, 2013

ინგლისის პრემიერლიგის მე-12 ტურის ცენტრალური მატჩი „ოლდ ტრაფორდზე“ შედგა, სადაც „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ლონდონის „არსენალი“ მიიღო. შეხვედრას ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი როი ჰოჯსონიც დაესწრო. რა თქმა უნდა, მატჩს ტრიბუნიდან ადევნებდა თვალყურს „წითელი ეშმაკების“ ყოფილი თავკაცი სერ ალექს ფერგიუსონი. შეხვედრა მასპინძლებმა უფრო აქტიურად დაიწყეს, სტუმრები კი თავიანთ შანსს კონტრშეტევებზე ელოდნენ.

ანგარიში 27-ე წუთზე გაიხსნა: მასპინძელთა მიერ შეტევის მარცხენა ფლანგიდან კუთხურის შესრულებისას, რობინ ვან პერსი „არსენალის“ ფეხბურთელებმა უყურადღებოდ დატოვეს, რითაც ჰოლანდიელმა თავდამსხმელმა ისარგებლა და თავური დარტყმით თავის ყოფილი გუნდს გოლი გაუტანა, რაც ემოციურადაც აღნიშნა.

გატანილი გოლის შემდეგ, გარკევული პერიოდის განმავლობაში მასპინძლებმა ტერიტორიული უპირატესობა დათმეს და საკუთარი საჯარიმოს მისადგომები საიმედოდ გადაკეტეს, მიმართავდნენ აქტიურ პრესინგს და ლონდონელებს მატჩის სადავეების ხელთ გდების საშუალებას არ აძლევდნენ, მეტიც – მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში სტუმრებს მეტოქის კარში არ დაურტყამთ, „არსენალის“ ფეხბურთელები მათთვის დამახასიათებელ ლაღ ფეხბურთს ვერ გვიჩვენებდნენ. პირველი 45 წუთი „წითელი ეშმაკების“ მინიმალური უპირატესობით დასრულდა – 1:0.

შეხვედრის მეორე ნახევარში საერთო სურათი შეიცვალა. ლონდონელები გააქტიურდნენ, ტერიტორიულ უპირატესობას დაეუფლნენ, თუმცა ამან შედეგი ვერ გამოიღო, პირიქით – გოლის გატანის კარგი შანსი მასპინძლებს მიეცათ: მე-60 წუთზე მეტოქის საჯარიმო მოედანზე მყოფმა უეინ რუნიმ ცრუ მოძრაობით ერთი მცველი ჩამოიშორა და ფაქტობრივად მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ ხელსაყრელი ადგილიდან ბურთი კარს ააცილა. დარჩენილ დროში „არსენალი“ ქულის გადარჩენას ეცადა, თუმცა ამაოდ.

საბოლოო ჯამში, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ მოახერხა პირველ ტაიმში დაფიქსირებული შედეგის შენარჩუნება და საჭირო 3 ქულა ჩაიწერა. სატურნირო ცხრილის ლიდერი დამარცხდა და შეწყდა ლონდონელთა კიდევ ერთი სერია – აქამდე პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის ყველა შეხვედრაში ჰქონდა „არსენალს“ გოლი გატანილი.

რაც შეეხება სატურნირო ცხრილში მდგომარეობას, „არსენალი“ 25 ქულით პირველ ადგილზე დარჩა, თუმცა მეორეადგილოსან „ლივერპულთან“ სხვაობა 2 ქულამდე შემცირდა. „მანჩესტერ იუნაიტედის“ აქტივში 20 ქულაა, რითაც ის „ევერტონთან“ და „ტოტენჰემ ჰოთსპურთან“ მეხუთე-მეშვიდე პოზიციებს ინაწილებს.

ინგლისის პრემიერლიგა
XII ტური
„მანჩესტერ იუნაიტედი“–„არსენალი“ 1:0 (1:0)

„მანჩესტერ იუნაიტედი“: დე ხეა, ვიდიჩი (კლევერლი 46′), ევრა, ევანსი, სმოლინგი, ჯონსი, კერიკი, კაგავა (გიგზი 78′), ვალენსია, ვან პერსი (ფელაინი 85′), რუნი.
მთავარი მწვრთნელი: დევიდ მოიესი.
„არსენალი“: შჩესნი, სანია, ვერმალენი, გიბსი, კოსელნი, არტეტა (გნაბრი 82′), ფლამინი (უილშირი 61′), რემსი, კაზორლა (ბენდტნერი 78′), იოზილი, ჟირუ.
მთავარი მწვრთნელი: არსენ ვენგერი.
გოლი: ვან პერსი 27′.
გაფრთხილებები: ჯონსი 41′, რუნი 75′ – სანია 31′, ფლამინი 44′, უილშირი 81′.
მთავარი მსაჯი: მაიკლ ოლივერი.

ბექა დოგრაშვილი



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ტიბო კურტუამ პენალტი ფანტასტიკურად მოიგერია (ვიდეო)

მადრიდის “რეალი” სუპერთასის გამარჯვებული გახდა. 86-ე წუთზე “რეალის” კარში პენალტი დანიშნა, მაგრამ კურტუამ ძალიან მაგარი [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ევერტონმა” ბენიტესი გუნდიდან გაუშვა

“ევერტონის” ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან რაფაელ ბენიტესი გაათავისუფლა. 61 წლის ესპანელი სპეციალისტი “კანფეტებს...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლივერპული” სალაჰის მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს

“ლივერპულსა” და გუნდის თავდამსხმელ მოჰამედ სალაჰს შორის შრომითი ხელშეკრულების გახანგრძლივების შესაძლებლობას საფრთხე დაემუქრა. ბრიტანული გა...
წაკითხვა
ფეხბურთი

გარი ნევილი ლეიბორისტებს შეუერთდა და მერობის პოსტისთვის იბრძოლებს

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი მცველი გარი ნევილი პოლიტიკაში მიდის. ის ერთ-ერთ მთავარ ბრიტანულ პოლიტიკურ ძალას – […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მენდის ფინტები საკუთარ საჯარიმოში (ვიდეო)

Ferland Mendy Skills vs Barcelona#ElClasico #BarcelonaRealMadrid pic.twitter.com/zqXj7hrH2f — Chebli Ishaq (@IshaqChebli) January 12, 2022...
წაკითხვა
ფეხბურთი

კრის მაგუაირმა გოლი ყოფილი მწვრთნელის წინ აღნიშნა (ვიდეო)

11 დეკემბერს, ინგლისის ლიგა ერთში “სანდერლენდმა” საკუთარ მოედანზე “ლინკოლნ სიტი” მიიღო და ანგარიშით 1:3 დამარცხდა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ენდი ქეროლს 60 წამში ორი ულამაზესი გოლი არ ჩაუთვალეს

ფეხბურთის გულშმატკივრებისთვის კარგად ნაცნობი ენდი ქეროლი ამჟამად ინგლისის ჩემპიონშიპში მოასპარეზე “რედინგის” ღირსებას იცავს. 11 იანვარს [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

ასეთი რამ მხოლოდ აფრიკის თასზე ხდება – რა საოცრება გააკეთა მსაჯმა ? (ვიდეო)

აფრიკის თასზე ეთიოპია – კაპე ვერდეს ეთამაშებოდა და მატჩის მე-8 წუთზე ეთიოპიელმა მცველმა თავდამსხმელი საჯარიმოსთან […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

პატივისცემა: რა ვიდეოს აქვეყნებს მამუკა გორგოძე?

ლეგენდარული ქართველი მორაგბე მამუკა გორგოძე სოციალურ ქსელში “ტორინოს” ფეხბურთელის, ანდრია ბელოტის ვიდეოს აქვეყნებს, როცა ბელოტი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

პოლონეთში ნიკა ძალამიძის ელეგანტური გოლი გაიხსენეს (ვიდეო)

პოლონური ექსტრაკლასის ოფიციალურმა გვერდმა დღის გოლი დაასახელა და ნიკა ძალამიძის საკმაოდ ლამაზი გოლი გაიხსენა. ძალამიძეს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ასეთი რამ ოდესმე გინახავთ? რა გააკეთა მამარდაშვილის კონკურენტმა (ვიდეო)

“ვალენსიას” მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა კოპა დელ რეის 1/16 ფინალში ძირითადში კვლავ ხაუმე დომენეკი დააყენა, […]...
წაკითხვა