“მანჩესტერ იუნაიტედმა” “არსენალს” მოუგო, პოგბა გააძევეს (ვიდეო)
პრემიერ ლიგის მე-15 ტურის ცენტრალურ მატჩს “ემირეიტს სტედიუმმა” უმასპინძლა, სადაც ადგილობრივმა “არსენალმა” “მანჩესტერ იუნაიტედი” მიიღო და დიდი შერკინებაც გაუმართა.
მატჩი “წითელმა ეშმაკებმა” აქტიურად დაიწყეს, რამაც შედეგი მალევე გამოიღო. თამაშის მე-4 წუთზე ვალენსიამ შეძლო მასპინძელთა კარის აღება, მე-11 წუთზე კი ლინგარდმა გამოიჩინა თავი.
მეორე ტაიმის დაწყებისთანავე “მეთოფეებმა” მატჩში ინტრიგა დააბრუნეს და ერთი გოლი გაქვითეს, თუმცა ლინგარდმა მალევე აღადგინა ორბურთიანი სხვაობა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა – 1:3. აღსანიშნავია, რომ თამაშის 74-ე წუთზე უხეშობის გამო მოედნიდან პოლ პოგბა გააძევეს.
შედეგად, “იუნაიტედმა” “სიტისთან” სხვაობა 5 ქულამდე შეამცირა, თუმცა “ქალაქელებს” ერთი მატჩი კიდევ აქვთ სათამაშო. “არსენალმა” კი მეოთხე ადგილი “ლივერპულთან” დაკარგა და ახლა მეხუთეა.