“მანჩესტერ იუნაიტედმა” დეპაიზე პირველი შემოთავაზება მიიღო
იტალიურ გამოცემას, TuttoMercatoWeb-ს თუ დავუჯერებთ, “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელებმა უკვე მიიღეს პირველი ოფიციალური შემოთავაზება მემფის დეპაის ტრანსფერთან დაკავშირებით.
როგორც იცით, 22 წლის ჰოლანდიელი ფეხბურთელი დიდად ვერ ჯდება ჟოზე მოურინიოს გემოვნებაში – ამ უკანასკნელმა პრემიერ ლიგის ახალი სეზონის მხოლოდ 4 მატჩში შეძლო მოედანზე გასვლა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ევერტონის” მთავარ მწვრთნელს, რონალდ კუმანს მისი ინგლისში დატოვება და არენდის წესით აყვანა სურს, რაშიც მას “რომაელები” ეცილებიან.
წყაროს ცნობით, “მანჩესტერ იუნაიტედს” პირველი ოფიციალური შემოთავაზება სწორედ “მგლებმა” გაუკეთეს. იტალიელები იმედოვნებენ, რომ დეპაის ხელში ჩაგდებას 25 მილიონ ევროდ მოახერხებენ (21 მლნ. ფუნტი), რაც ნაკლებია იმ თანხაზე, რომელიც “წითელმა ეშმაკებმა” 2015 წელს “პსვ”-ს გადაუხადეს (25 მლნ. ფუნტი).