“მანჩესტერ იუნაიტედმა” ევროპის ლიგაზე საკუთარი ანტირეკორდი დაამყარა
3 ოქტომბერს, უეფას ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “მანჩესტერ იუნაიტედი” სტუმრად “ალკმაარს” დაუპირისპირდა და ფრედ 0:0 ითამაშა.
“იუნაიტედის” ფეხბურთელებმა მეტოქის კარისაკენ სულ 6-ჯერ დაარტყეს, მაგრამ კარის ჩარჩოში ბურთი არცერთხელ არ წასულა. პირველად მოხდა, რომ მანჩესტერელებმა ევროპის ლიგის მატჩში კარში ზუსტად ერთხელაც კი ვერ დაარტყეს.
სულშერის გუნდი, ორი ტურის შემდეგ, 4 ქულით ჯგუფში მეორე ადგილს იკავებს.