“მანჩესტერ იუნაიტედმა” გასვლაზე “ვულვზთან” ქულები დაკარგა (ვიდეო)
პრემიერ ლიგის მეორე ტური ორშაბათის შეხვედრამ დახურა – “მანჩესტერ იუნაიტედი” საკმაოდ უხერხულ მეტოქეს, “ვულვერჰემპტონს” ეწვია და საკმაოდ დიდი ბრძოლაც გაუმართა. “ჩელსისთან” ოთხბურთიანი სხვაობით მოგებული შეხვედრის შემდეგ, “წითელმა ეშმაკუნებმა” ორი ქულა დაკარგეს.
მატჩის პირველი ნახევარი სრულად “მანკუნიანელების” კარნახით მიმდინარეობდა. შეხვედრის ანგარიში სწორედ სტუმრებმა გახსნეს – 27-ე წუთზე მარკუს რეშფორდის პასი საგოლე გადაცემად ანტონი მარსიალმა აქცია, რომელიც მთელი მატჩის განმავლობაში აქტიურობდა. პირველ ტაიმში მეტი გოლი არ გასულა.
რაც შეეხება შეხვედრის მეორე ნაწილს, “ვულვზი” მოედანზე უფრო მოტივირებული გამოვიდა და შედეგმაც არ დააყოვნა. 55-ე წუთზე დამუშავებული კომბინაცია რუბენ ნევეშმა ყუმბარისებული დარტყმით დააგვირგვინა. 68-ე წუთზე პოლ პოგბას წაქცევისთვის პატრისიოს კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც თავად ფრანგმა ფეხბურთელმა შეასრულა – თუმცა სუსტად და შანსიც გაუშვა ხელი. დიდი მცდელობების მიუხედავად, შეხვედრაში მეტი გოლი არ გასულა.