„მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ჰალ სიტის“ სძლია
ინგლისის პრემიერლიგის მე-18 ტურის პირველი მატჩი ჰალში შედგა, სადაც ადგილობრივმა გუნდმა „მანჩესტერ იუანიტედი“ მიიღო და 2:3 დამარცხდა.
არადა, მასპინძლები უკვე მე-13 წუთის შემდეგ ანგარიშით 2:0 იგებდნენ. თუმცა, მე-19 წუთზე გოლი სმოლინგმა გაიტანა, შვიდ წუთში კი წონასწორობა უეინ რუნიმ აღადგინა. მატჩს 66-ე წუთზე „ჰალის“ მცველმა ჩესტერმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.
შედეგად, 2:3 და დევიდ მოიესის გუნდის მონაგარი ამჟამად 31 ქულაა.
„ჰალ სიტი“ – „მანჩესტერ იუნაიტედი“ 2:3
გოლები: ჩესტერი 4′, მეილერი 13′ – სმოლინგი 19′, რუნი 26′, ჩესტერი 66′ (ავტოგოლი)
„ჰალ სიტი“: მაკგრეგორი (ჰარპერი 46′), ჩესტერი, ბრიუსი, დევისი, ელ-მოჰამადი, ლივერმორი, ჰადლსტოუნი, მეილერი (კორენი 46′), ფიგეროა (ბოიდი 73′), საგბო, გრემი
„მანჩესტერ იუნაიტედი“: დე ხეა, რაფაელი (იანუზაი 18′), სმოლინგი, ევანსი, ევრა, ფლეტჩერი (ჩიჩარიტო 62′), კლევერლი, ვალენსია, რუნი, იანგი (კარიკი 78′), უელბეკი
გაფრთხილებები: ბრიუსი, ფიგეროა – ვალენსია, რუნი, იანუზაი