WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (384180) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

სულშერის დაუმარცხებელი სერია “ლესტერ სიტისთანაც” გაგრძელდა (ვიდეო)

თარიღი: თებერვალი 4, 2019

პრემიერ ლიგის 25-ე ტურის კვირა სათამაშო დღე “ლესტერ სიტისა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” დაპირისპირებამ გახსნა. დიდი მოლოდინების მიუხედავად შეხვედრა მეტად უფერული გამოდგა და მისი ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა.

“მანჩესტერ იუნაიტედმა” შეხვედრაში სწრაფი გოლის გატანა შეძლო – მარკუს რეშფორდმა მატჩის მეცხრე წუთზე პოლ პოგბას ბრწყინვალე პასი გამოიყენა და მეტოქის ბადეში შეაცურა ბურთი.

გაშვებული გოლის შემდეგ “ლესტერ სიტი” ზეწოლას უფრო და უფრო აძლიერებდა და ერთი-ორი მომენტის შექმნაც კი შეძლო, მაგრამ დე ხეა მოწოდების სიმაღლეზე იდგა. საბოლოო ჯამში “წითელმა ეშმაკუნებმა” სამი ქულის მოპოვება შეძლეს, რაც ძირითადად სამი ფეხბურთელის დე ხეას, მარკუს რეშფორდისა და პოლ პოგბას დამსახურება გახლავთ.

ასე რომ, 25 ტურის შემდეგ ოლე-გუნარ სულშერის ბიჭებს 48 ქულა უგროვდებათ და მეხუთე ადგილზე იმყოფებიან. მომდევნო ტურში მათი მეტოქე “ფულჰემი” იქნება, რომელიც ამ ეტაპისთვის სატურნირო ცხრილში მე-19 პოზიციაზეა.



მსგავსი სიახლეები