„მანჩესტერ იუნაიტედმა“ მატას გოლით გასვლაზე „ნორვიჩი“ დაამარცხა (ვიდეო)
ინგლისის პრემიერლიგის 37-ე ტური „ნორვიჩისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ შეხვედრით დაიწყო, რომელიც „წითელი ეშმაკებმა“ ანგარიშით 1:0 მოიგეს. ერთადერთი გოლი 72-ე წუთზე უეინ რუნის პასით ხუან მატამ გაიტანა.
ამ გამარჯვებით ვან გაალის გუნდმა 63 ქულა დააგროვა და, მინიმუმ ხვალამდე, 64 ქულით მე-4 ადგილზე მყოფ „მანჩესტერ სიტის“ სატურნირო ცხრილში 1 ქულით ჩამორჩება. ხვალ „ქალაქელები“ „არსენალს“ შეხვდებიან. სათქმელია, რომ „მანჩესტერ იუნაიტედს“ პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში, კონკურენტთან შედარებით, ორი მატჩი დარჩა. 10 მაისს „წითელი ეშაკები“ „ვესტ ჰემთან“ სტუმრად გადატანილ მატჩს ითამაშებენ 15 მაისს კი „ბორნმუთს“ უმასპინძლებენ.
რაც შეეხება „ნორვიჩს“, ეს გუნდი 31 ქულით მე-19 ადგილზეა და მე-17 პოზიციაზე მყოფ „ნიუკალს“ 33 ქულით ჩამორჩება. თბილისის დროით, 18:00 საათზე, ნიუკასლელების ბოლოადგილოსან „ასტონ ვილასთან“ მატჩი დაიწყება.