“მანჩესტერ იუნაიტედმა” მხითარიანის შესაძლო ტრანსფერზე შეთავაზება გააუმჯობესა
“მანჩესტერ იუნაიტედი” ცდას არ აკლებს, რომ დორტმუნდის “ბორუსიადან” ჰენრიხ მხითარიანი გადაიბიროს. 27 წლის სომეხი ნახევარმცველი სანაცვლოდ თავდაპირველად დასახელებული იყო 26,3 მილიონი ფუნტ სტერლინგი, თუმცა “წითელმა ეშმაკებმა” შეთავაზება გააუმჯობესეს და ახლა 33 მილიონ ფუნტს იხდიან.
შესაძლო ტრანსფერის შესახებ “ბორუსიას” აღმასრულებელმა დირექტორმა ჰანს-იოახიმ ვაცკემ ისაუბრა.
“სიტუაცია შეიცვალა, “მანჩესტერ იუნაიტედმა” შემოთავაზება გააუმჯობესა. ასეთ სიტუაციაში საკითხი სხვადასხვა კუთხით უნდა განიხილო და მხოლოდ შემდეგ უნდა მიიღო გადაწყვეტილება.
შესაბამის ხალხს დავუკავშირდები და გადაწყვეტიულებას კვირის ბოლოს მივიღებ. სხვადასხვა მოსაზრებებს უნდა მოვუსმინოთ, სანამ დირექტორთა საბჭო გადაწყვეტილებას მიიღებს”, – ციტირებს ვაცკეს სიტყვებს Yahoo Sport-ი.
ფეხბურთელის აგენტი მინო რაიოლა ამბობს, რომ “მანჩესტერ იუნაიტედში” თამაში მხითარიანის ოცნებაა.
შეგახსენებთ, რომ ჰენრიხ მხითარიანი დორტმუნდის “ბორუსიაში” 2013 წლის ზაფხულში დონეცკის “შახტარიდან” გადავიდა. მან გერმანული კლუბის რიგებში ჩატარებულ 140 მატჩში 41 გოლი გაიტანა.