“მანჩესტერ იუნაიტედმა” “ნიუკასლი” გაანადგურა, პოგბა დაბრუნდა (ვიდეო)
პრემიერ ლიგის მე-12 ტურში “მანჩესტერ იუნაიტედმა” საკუთარ მოედანზე რაფაელ ბენიტესის “ნიუკასლი” მიიღო და გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა (4:1), რითიც “ჩელსისთან” წაგებული მატჩის შემდეგ ხასიათის გამოკეთება შეძლეს.
აღსანიშნავია, რომ მატჩში ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, თავი თამაშის მე-14 წუთზე გეილიმ გამოიჩინა. ამის შემდეგ “წითელმა ეშმაკუნებმა” სრული უპირატესობა მოიპოვეს მეტოქეზე და ოთხი უპასუხო გოლიც გაუტანეს – მარსიალი (37′), სმოლინგი (45′), პოლ პოგბა (54′) და რომელუ ლუკაკუ (70′).
აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში მონაწილეობა მიიღო ზლატან იბრაჰიმოვიჩმა და პოლ პოგბამ მოურინიომ მას 13 წუთი გამოუყო მოედანზე თავის გამოსაჩენად, თუმცაღა გოლის გატანა ვერ მოახერხა.
ამ დროისთვის ჟოზე მოურინიოს გუნდი 26 ქულით მეორე პოზიციას იკავებს და მომდევნო ტურში “ბრაიტონის” მიღება მოუწევს “ოლდ ტრაფორდზე”. “ნიუკასლი” კი 14 ქულით მე-11 ადგილზეა და შინ “უოტფორდი” უნდა მიიღოს.