WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (405584) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

“მანჩესტერ იუნაიტედმა” პრემიერ ლიგა “ჩელსის” განადგურებით დაიწყო (ვიდეო)

თარიღი: აგვისტო 12, 2019

პრემიერ ლიგის 2019/20 წლების სეზონის გახსინთი ტური “ოლდ ტრაფორდზე” “მანჩესტერ იუნაიტედისა” და ლონდონის “ჩელსის” დაპირისპირებამ დახურა. შეხვედრა “წითელი ეშმაკუნების” დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა.

შეხვედრის პირველი ნახევარი მეტწილად გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. შეხვედრის მე-18 წუთზე მეტოქის საჯარიმოში შესულ მარკუს რეშფორდზე “არისტოკრატთა” მცველები დაჯარიმდნენ. თერთმეტმეტრიანი თავად ინგლისელმა ფეხბურთელმა შეასრულა და ანგარიშიც გახსნა. პირველ ტაიმში მეტი გოლი არ გასულა.

მეორე ტაიმში დებიუტანტი ფრენკ ლამპარდის “ჩელსი” ვერაფერს აწყობდა “მანჩესტერ იუნაიტედის” ორგანიზებული თამაშის წინააღმდეგ. შედეგად “იუნაიტედისგან” კიდევ სამი გოლი მიიღეს – ჯერ ანტონი მარსიალმა შეძლო გატანა (65′), ორიოდ წუთში კი მარკუსმა დუბლი გაიფორმა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში კი ახალგაზრდა დანიელ ჯეიმსმა დააფიქსირა – 4:0.

ასე რომ, “მანჩესტერ სიტისა” და “ლივერპულის” მსგავსად “მანჩესტერ იუნაიტედმაც” დიდი გამარჯვებით დაიწყო ასპარეზობა.



მსგავსი სიახლეები