“მანჩესტერ იუნაიტედმა” თვალი ივან რაკიტიჩს დაადგა
საკმაოდ ცნობილი გამოცემის, Don Balon-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერ იუნაიტედი” “ბარსელონას” ხორვატი ნახევარმცველის, ივან რაკიტიჩის გადაბირებითაა დაინტერესებული.
როგორც იცით, ბოლო დროს წარმოშობით ხორვატი ფეხბურთელი “ბარსას” ნახევარდაცვის განუყოფელი ნაწილი გახდა ანდრეს ინიესტასა და სერხიო ბუსკეტსთან ერთად, რაც მისი გადაბირების შანსებს ძალიან ამცირებს.
თუმცა, დენის სუარესის პროგრესმა შესაძლოა, 28 წლის რაკიტიჩის მომავალს ხელი შეუშალოს, ჟოზე მოურინიო კი მას ძირითადში გარანტირებულ ადგილს პირდება.
ასე რომ, თუ რაკიტიჩი “ბარსელონასთან” არსებულ კონტრაქტს (2019 წლამდე აკავშირებს) გაწყვეტს, მას პოლ პოგბასთან ერთად თამაშის შესანიშნავი შანსი მიეცემა.